ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრს საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე აქვს.
ჩვენმა ორგანიზაციამ მემორანდუმი გააფორმა „აჯიბადემის“ ლაბორატორიის ოფიციალურ პარტნიორთან, აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიასთან. მოგეხსენებათ, აჯიბადემი მსოფლიო ჯანდაცვის სექტორის ლიდერი კლინიკათა ქსელია.
შესაძლებლობა გეძლევათ, ქვეყნიდან გაუსვლელად ჩაიტაროთ 40 000-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა და მათ შორის ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანალიზები, რომელიც საქართველოში დღემდე ხელმისაწვდომი არ იყო.
რა უნდა იცოდეთ აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიის შესახებ?
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი ორგანიზაცია აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია წარმოადგენს თურქული კლინიკათა ქსელის Acibadem Labmed-ის ოფიციალურ და ერთადერთ წარმომადგენლობას საქართველოში.
აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია საშუალებას გაძლევთ, რომ საქართველოშივე ჩაიტაროთ ისეთი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო კვლევები როგორიცაა:
- ციტოლოგიური;
- მორფოლოგიური;
- იმუნოჰისტოქიმიური;
- იშვიათი დაავადებების გამოკვლევისთვის განკუთვნილი ტესტები;
- სხვადასხვა გენეტიკური ანალიზი და სხვა.
პაციენტს თურქეთში გამგზავრება აღარ მოუწევს - საკვლევი მასალა აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიის მეშვეობით გაიგზავნება თურქეთში, Acibadem Labmed-ში.
აჯიბადემის ლაბორატორიის პასუხის შესაბამისად და პაციენტის სურვილის შემთხვევაში, ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი დაგაკავშირებთ მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებთან და ექიმებთან.
მოგეხსენებათ, ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი სამედიცინო ტურიზმში წლებია წარმატებით მოღვაწეობს. ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მოქმედ ყველაზე ცნობილ და სანდო მრავალპროფილურ კლინიკებთან. ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი მსოფლიო სამედიცინო ბაზრის გიგანტი კლინიკების (მაგალითად, მეიოს კლინიკა, ამერიკული ჰოსპიტალი, აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფი და სხვა) წარმომადგენელია საქართველოში.
რას გთავაზობთ აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია?
აჯიბადემის ლაბორატორიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აი-ლაბ I-Lab-ში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მასშტაბური სარემონტო სამუშაოები; ოფისი აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით - გელით სასიამოვნო და კომფორტული გარემო.
თითოეული ლაბორატორიული კვლევა ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით - ლაბორატორიული პროცედურების სანდოობისა და სიზუსტისთვის, აჯიბადემის ლაბორატორიაში დანერგილია აპარატურის კონტროლის ხარისხი, დანადგარების კალიბრაციის თანამედროვე პროგრამა, შიდალაბორატორიული შედარების პროგრამა.
ჩვენი გუნდი მოტივირებულია შექმნას სრულფასოვანი, ხარისხიანი, კომფორტული და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.
გაიგე შენი სწორი დიაგნოზი - მიიღეთ უტყუარი, სანდო და ზუსტი კვლევის პასუხი.
ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგიც მკურნალობის კურსს განსაზღვრავს, დღეიდან უკვე შეგიძლიათ ჩაიტაროთ აჯიბადემის ლაბორატორიაში ჩვენი ოფიციალური პარტნიორის დახმარებით!
გამოკვლევის ფასები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე .......
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: ilabgeo@gmail.com