ფარისებრი ჯირკვლის კიბო და გენეტიკური ანალიზი

ფარისებრი ჯირკვლის კიბო და გენეტიკური ანალიზი

რატომ უნდა ჩაიტაროთ გენეტიკური კვლევა?

ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსი, განსაზღვროს არის თუ არა რომელიმე გენეტიკური დაავადების მატარებელი, რა მეთოდებით შეუძლია პათოლოგიის თავიდან არიდება.

მოგეხსენებათ, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა კიბოა და ამ დაავადების მართვისთვის ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება, ანუ ეტაპზე, როცა დაავადება ორგანიზმში არ არის გავრცელებული/მეტასტაზირებული.

სხვადასხვა ტიპის კიბოს განსხვავებული რისკ-ფაქტორები აქვს. ზოგიერთი ფაქტორის მართვა და ვითარების შეცვლა შესაძლებელია (მაგალითად, წონა, თამბაქო, ალკოჰოლი, სტრესი და სხვა), თუმცა ზოგიერთზე ზემოქმედება შეუძლებელია (ასაკი, ოჯახური ანამნეზი და სხვა).

გენეტიკა და კიბოს განვითარების რისკი

მკითხველმა მარტივად რომ აღიქვას კვლევის მნიშვნელობა, აუცილებელია გააცნობიეროს თუ რას ნიშნავს კიბოს გენი.

მაგალითად, პიროვნების ორგანიზმში შესაძლოა იყოს სპეციფიკური გენი, რომელიც სავსებით მოსალოდნელია კიბოდ გარდაიქმნას, თუმცა რიგი საპრევენციო ღონისძიებებით და მონიტორინგით ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრევენცია შესაძლებელია.

რასაკვირველია, გენი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად კიბოთი დაავადდებით, უბრალოდ გეცოდინებათ რისკის შესახებ და მის პროვოცირებას მაქსიმალურად მოერიდებით.

გაითვალისწინეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფში იმყოფებით თუ ამ ტიპის კიბოთი ავადობენ თქვენი პირველი ხარისხის ნათესავები (მშობლები, ძმა, და ან შვილი). რისკი მაშინაც მაღალია თუ არ ფიქსირდება მემკვიდრეობითი სინდრომი.

ფარისებრი ჯირკვლის კიბო, სქესი, ასაკი

ონკოლოგებმა ზუსტი მიზეზი არ იციან, თუმცა თუ პროცენტულ მაჩვენებელს გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ მამაკაცებთან შედარებით ქალები სამჯერ ხშირად ავადობენ.

საყურადღებოა ასაკიც; ფარისებრი ჯირკვლის კიბო ნებისმიერ ასაკში ვლინდება, თუმცა რისკი გაცილებით მაღალია 40-დან 50 წლამდე ასაკის ქალბატონებში.

მედულარული კიბო და მემკვიდრული გენი

ონკოლოგების განმარტებით, ზოგიერთი მემკვიდრეობითი მდგომარეობა დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სხვადასხვა ტიპთან. თუმცა ამის მიუხედავად ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტების უმეტესობას არ აქვს მემკვიდრული მდგომარეობა ან სიმსივნით ავადობის ოჯახური ანამნეზი.

აღსანიშნავია, რომ მედულარული კიბოს წილი ფარისებრი ჯირკვლის კიბოებს შორის 5-10%-ია. ხშირად მედულარული კიბოს მიზეზი გენეტიკურ ფაქტორებთან ასოცირებული მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიაა.

სამწუხაროდ, ამ ტიპის კიბო გამოირჩევა სწრაფი პროგრესირებით და აგრესიული მიმდინარეობით.

ცნობილია, რომ მედულარული ფარისებრი ჯირკვლის კარცინომისას ყოველი 10 შემთხვევიდან 2 წარმოშობილია მემკვიდრული პათოლოგიური გენიდან.

ოჯახის წევრების, ნათესავების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დიაგნოზის შესაბამისად თუ ეჭვობთ მემკვიდრულ პათოლოგიაზე აუცილებლად მიმართეთ ექიმს - მედიკოსი შეაფასებს ყველა რისკ-ფაქტორს, შეისწავლის თქვენს როგორც პირად, ისე ოჯახურ სამედიცინო ისტორიას და დიდი ალბათობით, ყველა შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნით, დაგინიშნავთ გენეტიკურ ანალიზს.

რას გთავაზობთ აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია?

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ გენეტიკურ გამოკვლევას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაადგინოთ ატარებთ თუ არა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მემკვიდრულ გენს.

ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში გელით უსაფრთხო და კომფორტული გარემო.

ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დროს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

კლინიკები

ტეგები: