ანალიზი, რომელიც სასარგებლოა როგორც პაციენტისთვის, ისე პაციენტის ოჯახის წევრებისთვის

ანალიზი, რომელიც სასარგებლოა როგორც პაციენტისთვის, ისე პაციენტის ოჯახის წევრებისთვის

რა არის პროსტატის კიბო?

პროსტატის კიბო (წინამდებარე ჯირკვლის კიბო) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დაავადება ნელა პროგრესირებს და პროსტატის ჯირკვალს (წინამდებარე ჯირკვალს) არ სცილდება, ანუ არ მეტასტაზირდება, შესაბამისად, ორგანიზმს სერიოზულ ზიანს არ აყენებს. თუმცა ზოგჯერ დაავადება ძალიან აგრესიულია და სწრაფად ვრცელდება.

ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების შემთხვევაში პაციენტს გამოჯანმრთელების მაღალი შანსი აქვს. სამწუხაროდ, ადრეულ სტადიაზე სავსებით შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის კიბო უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ადამიანმა არც კი იცოდეს კიბო რომ აქვს.

როცა დაავადება პროგრესირდება ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • სისხლი შარდში;
  • სისხლი სპერმაში;
  • ძვლის ტკივილი;
  • უმიზეზო, აუხსნელი წონის კლება;
  • ერექციული დისფუნქცია.

ვინ უნდა ჩაიტაროს გენეტიკური ანალიზი?

პროსტატის კიბოს მიმართ გენეტიკური ანალიზი მოწოდებულია 2 ჯგუფისთვის:

  • პირველ ჯგუფში შედიან ის მამაკაცები, რომელთაც აქვთ პროსტატის კიბო, თუმცა დაავადება ამ ორგანოშია ლოკალიზირებული და არ გავრცელდა/მეტასტაზირდა სხეულის სხვა არეში. ამასთან, ამ მამაკაცების ოჯახის წევრები ავადობდნენ ძუძუს, მსხვილი ნაწლავის, საკვერცხის, პანკრეასის ან პროსტატის კიბოთი;
  • მეორე ჯგუფში შედიან ის მამაკაცები, რომელთაც აქვთ პროსტატის კიბო, თუმცა დაავადება ასევე მეტასტაზირებულია ორგანიზმში.

რატომ არის მნიშვნელოვანი გენეტიკური კვლევა?

გენეტიკური ანალიზი რეკომენდებულია იმისთვის, რომ რისკ-ჯგუფში მყოფმა პირმა და მისი ოჯახის წევრებმა იცოდნენ ნებისმიერი შესაძლო სცენარის შესახებ, მაგალითად, შეიძლება თუ არა ორგანიზმი წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გენის მატარებელი იყოს ან რა მეთოდებითაა შესაძლებელი დაავადების მკურნალობა.

ტესტის შედეგი განსაზღვრავს:

  • სკრინინგის სიხშირეს. თუ არ გაქვთ პროსტატის კიბო, მაგრამ დიაგნოსტირდა გენეტიკური მუტაცია (რაც დაავადების განვითარების რისკს ზრდის), ექიმი ახალგაზრდა ასაკიდან დაიწყებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, შესაბამისად, ადრეულ სტადიაზევე შეძლებს რეაგირებას;
  • დიაგნოსტირებას. ონკოლოგების განმარტებით, იმ მამაკაცების ორგანიზმში, რომელთაც პროსტატის კიბო გენეტიკური მუტაციით განუვითარდათ, დაავადება აგრესიული ფორმით მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ექიმს ეს ინფორმაცია დაეხმარება იმაში, რომ პირველადი მკურნალობის მეთოდები დროულად შეარჩიოს;
  • მკურნალობის კურსს. სპეციფიკური გენეტიკური მუტაციის მატარებელი მამაკაცების ორგანიზმი კონკრეტულ მედიკამენტებსა და მკურნალობის მეთოდებზე უკეთესად რეაგირებს (უკეთ ექვემდებარება);
  • ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. გენეტიკური კვლევა მხოლოდ თქვენთვის არაა ეფექტური, არამედ ერთი ანალიზით ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზეც კი ზრუნავთ. მათ ეცოდინებათ რისკის შესახებ, შესაბამისად, არაერთი პრევენციული მეთოდით სიტუაციის მართვას შეძლებენ.

რას გთავაზობთ აი-ლაბ ლაბორატორია?

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ გენეტიკურ გამოკვლევას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაადგინოთ ატარებთ თუ არა პროსტატის კიბოს მემკვიდრულ გენს.

ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში გელით უსაფრთხო და კომფორტული გარემო. ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დროს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: ilabgeo@gmail.com

კლინიკები

ტეგები: