ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ ანალიზს, რომლითაც შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი პათოლოგიის დიაგნოსტირება ან უკვე დიაგნოზის (ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა) შემთხვევაში იმის გადამოწმება თუ რამდენად ეფექტურია მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი, ან ხომ არ არის საჭირო დაავადების ალტერნატიული მეთოდით მართვა.
ჩვენს ლაბორატორიაში თავისუფალი ტრიიოდთირონინის კონცენტრაციის განსაზღვრის (ასევე ცნობილი როგორც FT3 ანალიზი) ღირებულება 35 ლარია.
ანალიზის ჩატარება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, თქვენთვის სასურველ დროს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
რატომ ინიშნება FT3 ანალიზი?
თავისუფალი ტრიიოდთირონინი არის ერთ-ერთი მთავარი ჰორმონი, რომელსაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს. აღნიშნული ჰორმონი ორგანიზმის მეტაბოლიზმს (ანუ იმას თუ როგორ ფუნქციონირებს სხეული) არეგულირებს.
FT3 ტესტის მთავარი დანიშნულებაა დიაგნოსტირდეს ჰიპერთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის მომატება (ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი); ასევე FT3 ტესტი შესაძლოა დაინიშნოს იმისთვის, რომ უკვე გამოკვლეული ფარისებრი ჯირკვლის დარღვევის სამართავად დანიშნული მკურნალობის კურსის მონიტორინგი მოხდეს.
როგორც წესი, თავისუფალი ტრიიოდთირონინის კონცენტრაციის განსაზღვრის აუცილებლობა დგება იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც ექიმს ეჭვი აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაზე.
პოტენციური დარღვევებია:
- ჰიპერთირეოზი;
- პირველადი ან მეორეული ჰიპერთირეოზი;
- ჰიპოფიზის ფუნქციის უკმარისობა;
- თირეოტოქსიკური პერიოდული დამბლა.
ანალიზის ჩატარება რეკომენდებულია თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:
- შფოთვა;
- წონის კლება;
- ხელების კანკალი;
- გაზრდილი გულის შეკუმშვათა სიხშირე;
- თვალების წინ წამოწევა;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- დაღლილობა;
- სიცხის მიმართ დაქვეითებული ამტანობა;
ჩვეულზე გახშირებული კუჭის მოქმედება.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: ilabgeo@gmail.com