მსხვილი ნაწლავის კიბო და გენეტიკური ანალიზი

მსხვილი ნაწლავის კიბო და გენეტიკური ანალიზი

რა უნდა იცოდეთ მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ?

მსხვილი ნაწლავის კიბო მსხვილ ნაწლავში ყალიბდება და როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, უჯრედების მცირე წანაზარდებით, კეთილთვისებიანი, ადენომატოზური პოლიპებით იწყება. დროთა განმავლობაში პოლიპები შესაძლოა კიბოდ გარდაიქმნას.

დაავადებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა მსხვილი ნაწლავის კიბოთი უმეტესად ავადობენ ხანდაზმული ადამიანები.

მსხვილი ნაწლავის კიბოს საშუალო რისკ-ჯგუფში მყოფი პირებისთვის სკრინინგული ანალიზი რეკომენდებულია 50 წლის ასაკიდან, თუმცა მაღალ რისკ-ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა (ვისაც აქვს მსხვილი ნაწლავის კიბოს ოჯახური ანამნეზი) ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი გაცილებით ახალგაზრდა ასაკიდან უნდა დაიწყონ.

აღსანიშნავია, რომ კიბოს განვითარების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება თუ დაიწყებთ ჯანსაღი წესით ცხოვრებას. რეკომენდებულია:

  • ხშირად მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული;
  • მაქსიმალურად შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა;
  • უარი თქვით თამბაქოზე;
  • შეეცადეთ ივარჯიშოთ, იყოთ ფიზიკურად აქტიური. თუმცა თვითნებურად ნუ დაიწყებთ ვარჯიშს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ფიზიკური აქტივობის დონე, პროგრამა უნდა განსაზღვროს მედიკოსმა;
  • განსაკუთრებით სახიფათოა ჭარბწონიანობა. სიმსუქნის შემთხვევაში დაიკელით ზედმეტი კილოგრამები, შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა.

გენეტიკური ანალიზი

მსხვილი ნაწლავის კიბოს გენეტიკური ტესტი სისხლის ანალიზია, რომლითაც განისაზღვრება ხართ თუ არა მუტირებული გენის (პათოლოგიური გენი, რომელიც იწვევს მსხვილი ნაწლავის კიბოს) მატარებელი.

აღსანიშნავია, რომ ბევრ პაციენტს, ვისაც მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, სულაც არ აღენიშნებოდა ოჯახური ანამნეზი; ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ლაბორატორიულმა ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა, რისკ-ჯგუფში ხართ, თუმცა სავსებით შესაძლებელია კიბო არასდროს განგივითარდეთ - ანალიზით ონკოლოგს საშუალება ეძლევა დააკვირდეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სხვადასხვა მეთოდით მნიშვნელოვნად შეამციროს დაავადების განვითარების რისკი.

რას გთავაზობთ აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია?

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ გენეტიკურ გამოკვლევას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაადგინოთ ატარებთ თუ არა მსხვილი ნაწლავის კიბოს მემკვიდრულ გენს.

ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი ყველა პროტოკოლი - გელით უსაფრთხო და კომფორტული გარემო.

ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დროს - ჩვენი ლაბორატორია მუშაობს ყოველდღე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

კლინიკები

ტეგები: