პანკრეასის კიბო ყალიბდება პანკრეასის ქსოვილებში. პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა და აკისრია როგორც ეგზოკრინული, ისე ენდოკრინული ფუნქციები.
კუჭქვეშა ჯირკვალში შესაძლოა განვითარდეს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა სამწუხაროდ, ავთვისებიანი ფორმით ავადობის კლინიკური შემთხვევები გაცილებით ხშირია.
ონკოლოგების განცხადებით, პანკრეასის კიბოთი მამაკაცები უფრო ხშირად ავადობენ.
სიმპტომები და რისკ-ფაქტორები
აღსანიშნავია, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს სიმპტომები, როგორც წესი, მაშინ ჩნდება, როდესაც დაავადება უკვე პროგრესირებულია.
პანკრეასის კიბოს ყველაზე ხშირად დადასტურებული კლინიკური ნიშანი სიყვითლეა. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ვლინდება რიგი სიმპტომები და კერძოდ: მუცლის ტკივილი, უმიზეზო (აუხსნელი) წონის კლება, მადის დაქვეითება, ღია შეფერილობის ან პირიქით მუქი ფერის განავალი, კანის ქავილი, დაღლილობა და სხვა.
პანკრეასის კიბოს სწრაფად გავრცელება ახასიათებს და ძალიან იშვიათად ადრეულ სტადიაზე რომ გამოვლინდეს.
დაავადების დროული დიაგნოსტირება, შესაბამისად, მკურნალობის კურსის ადრეულ სტადიაზე დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ამისთვის კი აუცილებელია ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორის გათვალისწინება, ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, რიგი საპრევენციო ღონისძიებების გატარება.
ერთ-ერთი საყურადღებო რისკ-ფაქტორი ოჯახური ანამნეზია, ანუ თუ ოჯახის რომელიმე წევრს პანკრეასის კიბოს დიაგნოზი უკვე დაუსვეს სხვებთან შედარებით კონკრეტული პიროვნების ორგანიზმში დაავადების ჩამოყალიბების რისკი გაცილებით მაღალია.
პანკრეასის კიბო და გენეტიკა
მნიშვნელობა არ აქვს რომელ ორგანოზეა საუბარი, ყველა ტიპის კიბო გენეტიკურია. მემკვიდრეობითი კიბო ნიშნავს იმას, რომ დაავადების რისკი ოჯახში ცირკულირებს.
თუ კლინიკურ შემთხვევებს მიმოვიხილავთ აღმოვაჩენთ, რომ პანკრეასის კიბოთი ავადობის დროს დაახლოებით 10% მემკვიდრეობითია. უფრო მარტივად რომ განვმარტოთ, პანკრეასის კიბოს მქონე ყოველი 10 ადამიანიდან ერთი პაციენტი მემკვიდრეობით მიღებული მუტაციის მატარებელია და ეს მუტაცია დაავადების ჩამოყალიბების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
ზოგიერთ შემთხვევაში მუტირებული დნმ თაობიდან თაობას გადაეცემა.
გაითვალისწინეთ, თუ პანკრეასის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტის პირველი ხარისხის ნათესავი ხართ, ამ დაავადების განვითარების დიდი რისკი გაქვთ. ამ შემთხვევაში ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნით რეკომენდებულია გენეტიკური ანალიზის ჩატარება.
როგორ ფორმირდება პანკრეასის კიბო?
პანკრეასის კიბო ყალიბდება მაშინ, როდესაც პანკრეასში მდებარე უჯრედები მუტაციას განიცდის.
მუტაციის გამო პათოლოგიური უჯრედები უკონტროლოდ იზრდება და ნორმალურთან შედარებით არ იღუპება, არსებობას განაგრძობს.
უკონტროლოდ გამრავლებული, დაყოფილი უჯრედები გროვდება და სიმსივნედ ფორმირდება. აუცილებელია დროული მკურნალობა, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში კიბო შესაძლოა ახლომდებარე ორგანოებსა და სისხლძარღვებში, ასევე თუნდაც შორეულ უბანში მეტასტაზირდეს.
პანკრეასის კიბოს ოჯახურ ანამნეზთან ერთად საყურადღებოა შემდეგი რისკ-ფაქტორები:
- თამბაქო;
- დიაბეტი;
- პანკრეატიტი (პანკრეასის ქრონიკული ანთება);
- სიმსუქნე;
- ასაკი (65 წელი და მეტი).
რას გთავაზობთ აი-ლაბ ლაბორატორია?
აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ გენეტიკურ ანალიზს პანკრეასის კიბოს მიმართ.
აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორია საქართველოში - ლაბორატორიაში მიიღებთ უტყუარ, ზუსტ პასუხს.
ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დროს, კვირის ნებისმიერ დღეს.
ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი ყველა პროტოკოლი, გელით უსაფრთხო და კომფორტული გარემო.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center