ჩვენ შესახებ

სამედიცინო ტურიზმი საქართველოში

 

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიაში წლებია წარმატებით მოღვაწეობს - ჩვენი წარმატებული საქმიანობის პირდაპირი მარკერია ასობით გამოჯანმრთელებული და სწორად დაკვალიანებული პაციენტი.

ჩვენი პარტნიორების შესახებ

ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორებია მსოფლიო სამედიცინო ბაზრის გიგანტი კლინიკები - ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი ცნობილი სამედიცინო ცენტრების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

გაეცანით ჩვენი კომპანიის პარტნიორთა სიას:

  • Acibadem Healthcare Group, MedicalPark, Anadolu Medical Center, American Hospital, NP Istanbul Brain Hospital (თურქეთი);
  • Mayo Clinic, Anderson Clinic, Cleveland Clinic,Jefferson Clinic (აშშ);
  • Maria Cecilia Hospital – GVM, Gruppo San Donato, Gruppo Giomi, Humanitas Research Hospital (იტალია);
  • Assuta, Hadassah (ისრაელი);
  • German Hospital (გერმანია);
  • HM Hospitales (ესპანეთი);
  • Stem Cell Clinic, MedicoMente, Manufactura Clinic, Grace (უკრაინა);
  • Fortis Healthcare Limited, Apollo Lifeline, Max Healthcare (ინდოეთი);
  • Emirates Specialty Hospital, American Hospital,King’s College Hospital (არაბთა გაერთიანებული საამიროები)და სხვა

ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე რუბრიკაში „პარტნიორები“.

ჩვენი გუნდი

ორგანიზაცია დაკომპლექტებულია ჯანდაცვის სფეროში წარმატებით მოღვაწე, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან.

ჩვენი გუნდი მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. დაგვიკავშირდით ქოლ-ცენტრის თუ სოციალური ქსელების მეშვეობით - ჩვენ ყოველთვის ხაზზე ვართ.

რას გთავაზობთ ჩვენი ორგანიზაცია?

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი თანამშრომლობს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მოქმედ ყველაზე ცნობილ და სანდო მრავალპროფილურ კლინიკებთან.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს მკურნალობისთვის საჭირო ყველა საბუთის მომზადებას(სავიზო მხარდაჭერა, თარჯიმნის მომსახურება, ავიაბილეთები, სასტუმროს ჯავშანი, ტრანსფერი, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, ექიმის კონსულტაცია, შესაბამის კლინიკაში პაციენტის ჩაწერა, პალატის შერჩევა, თანმხლევი პირის დაბინავება და სხვა).

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი ასევე ზრუნავს უცხოელი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით საზღვარგარეთ მცხოვრები პაციენტები ანალოგიური სერვისით ჩამოდიან საქართველოში სამკურნალოდ.

რა ტიპის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებთ?

გთავაზობთ მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს,სტომატოლოგიურ პროცედურებს, რეპროდუქციულ მკურნალობას, სარეაბილიტაციო კურსს, თანამედროვე კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებსა და პლასტიკურ ქირურგიას, დასვენებას ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტებზე, გამაჯანსაღებელ და სარელაქსაციო, ბალნეო თუ მანუალ პროცედურებს სპა-ცენტრებში.

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი დაგაკავშირებთ მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებთან და ექიმებთან.

ორგანიზაციაში თითოეულ კლინიკურ შემთხვევას ინდივიდუალურად შეისწავლიან; პაციენტი დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობისთვის გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო ცენტრში, შესაბამისი პროფილის ექიმთან. 

მეორე აზრი, ანუ დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის გადამოწმება

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრში შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი თანამედროვე მეთოდით როგორიცაა მეორე აზრი (Second Opinion).

რას ნიშნავს მეორე აზრი?

მეორე აზრი დიაგნოზის, მკურნალობის კურსის, დაავადების მართვის ოპტიმალური მეთოდის შესახებ იმ სპეციალისტის მოსაზრებაა, რომელსაც პაციენტი მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მისივე რეკომენდაციით ან დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილით მიმართავს.

თუ გაეჭვებთ დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის სისწორე, გსურთ გადაამოწმოთ კვლევის პასუხი,გაეცნოთ ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებს, მოგვმართეთ ოფისში - კონსულტაციაზე თან იქონიეთ ყველა სამედიცინო ჩანაწერი (რადიოლოგიური კვლევები, სისხლის ანალიზის პასუხი, ინფორმაცია დანიშნული მედიკამენტების შესახებ და სხვა).

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი დიაგნოზს გადაამოწმებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ კლინიკებში,გაგაცნობთ უცხოელი სპეციალისტების მეორე აზრს.

საერთაშორისო ღონისძიებები

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი დაფუძნების დღიდან აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში, კონფერენციებსა და ვორქშოფებში.

გამოცდილების გაზიარება, ახალი და სანდო პარტნიორების შეძენა, მუდმივ პროგრესზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა.

ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელები ყველა კლინიკას ადგილზე ეცნობიან; მხოლოდ სრული შესწავლის შემდეგ ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. სწორედ ამიტომ თითოეული ჩვენი პაციენტი სარგებლობს მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდებით - პაციენტის ჯანმრთელობას ვანდობთ მსოფლიოს პრესტიჟულ მრავალპროფილურ ცენტრებს.

სამედიცინო ტურიზმი და კორონავირუსი

მოგეხსენებათ, კორონავირუსი გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.

თუმცა პანდემიის პირობებშიც კი, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, კვლავ ვაგრძელებთ პაციენტებზე ზრუნვას - ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით საქართველოს მოქალაქეს საშუალება ეძლევა, ისარგებლოს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურებით საზღვარგარეთ მდებარე პარტნიორ კლინიკაში.

მნიშვნელოვანი სიახლე

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრს საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე აქვს - ჩვენმა ორგანიზაციამ მემორანდუმი გააფორმა „აჯიბადემის“ ლაბორატორიის ოფიციალურ პარტნიორთან, აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიასთან.

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი ორგანიზაცია აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია წარმოადგენს თურქული კლინიკათა ქსელის Acibadem Labmed-ის ოფიციალურ და ერთადერთ წარმომადგენლობას საქართველოში.

შესაძლებლობა გეძლევათ, ქვეყნიდან გაუსვლელად ჩაიტაროთ 40 000-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა და მათ შორის ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანალიზები, რომელიც საქართველოში დღემდე ხელმისაწვდომი არ იყო.

გახსოვდეთ, ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დახმარებით ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაცილებით მარტივია.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com