D-დიმერი და კორონავირუსი - ანალიზი, რომლითაც ორგანიზმში თრომბის არსებობა დგინდება

D-დიმერი და კორონავირუსი - ანალიზი, რომლითაც ორგანიზმში თრომბის არსებობა დგინდება

რა არის D-დიმერი?

D-დიმერი წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც წარმოიქმნება სისხლში კოლტებისა და თრომბების დაშლისას.

D-დიმერი არის ცილის ფრაგმენტი, რომელიც ფიბრინის დეგრადაციის ერთ-ერთი საბოლოო პროდუქტია.

რა მიზნით ტარდება D-დიმერის ანალიზი?

ანალიზი ტარდება თრომბოზის რისკის განსაზღვრის მიზნით; აღნიშნული კვლევა უმნიშვნელოვანესია თრომბოზის დიაგნოსტირებისთვის.

D-დიმერის ტესტი ინიშნება ორგანიზმში თრომბის არსებობის გამორიცხვის მიზნით. D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე.

აღნიშნული ცილის ფრაგმენტის მაჩვენებელი იზრდება ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ღრმა ვენური თრომბოზი, აორტის განშრევება, ღვიძლის კარის ვენის თრომბოზი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ D-დიმერი ნორმაში იზრდება ორსულობის დროს. მაჩვენებელი მაღალია ხანდაზმულებშიც და აგრეთვე დადებითი რევმატოიდული ფაქტორისა თუ ჰემოლიზური დაავადებების მქონე პაციენტებში. ამასთან, დონე შესაძლოა გაიზარდოს ღვიძლის დაავადებების, ანთების ან ქრონიკული ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობების დროს.

D-დიმერის ანალიზი მოწოდებულია მკურნალობის კურსის მონიტორინგისთვისაც. მაგალითად, რაოდენობის შემცირება იმის მანიშნებელია, რომ მკურნალობის მეთოდი ეფექტურია, ხოლო მომატებული დონე პირიქით, არაეფექტურ მკურნალობაზე მიუთითებს.

კვლევის შედეგი

D-დიმერის ნორმალური ან ნეგატიური შედეგი ნიშნავს იმას, რომ პირს არ აქვს მწვავე მდგომარეობა, ან ისეთი დაავადება, რომელიც იწვევს თრომბის (სისხლის შენადედი) პათოლოგიურ ფორმირებას თუ დაშლას.

დადებითი შედეგი იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში ფიბრინის დეგრადირებული პროდუქტის პათოლოგიურად მაღალი დონეა.

შედეგი ექიმს აწვდის ინფორმაციას სხეულში თრომბის ჩამოყალიბების შესახებ, თუმცა ანალიზით ვერ დგინდება გამომწვევი მიზეზი ან მდებარეობა.

ვინ უნდა ჩაიტაროს ტესტი?

ტესტი აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს:

  • ტკივილი ქვედა კიდურებში;
  • ფეხების შეშუპება;
  • ფეხის სიწითლე ან ფეხზე ერთგვარი წითელი ხაზები, ზოლები;
  • სუნთქვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, დისკომფორტი;
  • ხველა;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • სწრაფი, აჩქარებული გულისცემა.

D-დიმერის ანალიზი და კორონავირუსი

როგორც უკვე მოგახსენეთ, D-დიმერი არის სისხლის ანალიზი, რომლითაც ფასდება თრომბოემბოლიური გართულების რისკი.

მოგეხსენებათ, ეს გართულება დამახასიათებელია კორონავირუსისთვის და გვხვდება უსიმპტომო პაციენტებშიც.

ანალიზი რეკომენდებულია კორონავირუსის დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტისთვის (მნიშვნელობა არ აქვს სახლში მკურნალობთ თუ კლინიკაში) და განსაკუთრებით იმ პირებისთვის, ვინც თრომბოემბოლიის მაღალ რისკ-ჯგუფში შედიან.

რატომ უნდა ჩაიტაროთ D-დიმერის ანალიზი ჩვენს ლაბორატორიაში?

საშუალება გეძლევათ უმნიშვნელოვანესი კვლევა ჩაიტაროთ თბილისში მდებარე აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიაში.

აი-ლაბ I-Lab-ში ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის პასუხის გადამოწმება აღარ დაგჭირდებათ - თითოეული კვლევის პასუხი უტყუარი, სანდო და ზუსტია.

 

მოგვმართეთ, გაიგეთ 100%-ით ზუსტი დიაგნოზი.

კვლევის ღირებულებაა - 50 ლარი

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: ilabgeo@gmail.com

კლინიკები

ტეგები: