რა არის კალციტონინი?
კალციტონინი ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის პარაფოლიკულური C უჯრედების მიერ. კალციტონინი ჩართულია სისხლში კალციუმისა და ფოსფატის ადეკვატური დონის რეგულირებაში, აწარმოებს პარაფოლიკულურ უჯრედებს.
რატომ ინიშნება კვლევა?
კვლევა მოწოდებულია C უჯრედების ჰიპერპლაზიისა და მედულარული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის.
ასევე ტესტი რეკომენდებულია რისკ-ჯგუფში მყოფი პირებისთვის - იგი წარმოადგენს მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია ტიპი ორის ერთგვარ ეფექტურ სკრინინგს.
კალციტონინის ტესტი პერიოდულად ინიშნება მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია ტიპი ორით დაავადებული პაციენტის ოჯახის წევრებისთვის.
მედულარული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის პროცესში კალციტონინის დონის განსაზღვრა სასურველია მკურნალობის კურსის მონიტორინგისთვის - მკურნალი ექიმი კვლევის საფუძველზე ადგენს ეფექტურია თუ არა მეთოდი ან ხომ არ დგას პაციენტი რეციდივის წინაშე.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ კალციტონინის კონცენტრაციის განსაზღვრას სისხლში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
საყურადღებოა შემდეგი სიმპტომები:
- შეშუპება ყელის არეში;
- ტკივილი ყელის არეში;
- ხმის ცვლილება;
- ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება;
- მუდმივი, ქრონიკული ხველა, რომელსაც კავშირი არ აქვს გრიპთან თუ გაციებასთან.
რას ნიშნავს ანალიზის პასუხი?
როგორც წესი, ნორმალურ შემთხვევაში კალციტონინის დონე დაბალია. თუმცა ამის მიუხედავად გასათვალისწინებელია ერთი გარემოება - დაბალი დონე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ექიმმა უნდა გამორიცხოს მედულარული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს არსებობა.
მნიშვნელოვნად მომატებული რაოდენობა C უჯრედოვანი ჰიპერპლაზიის ან მედულარული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ინდიკატორია.
თუმცა ორივე დიაგნოზის (C უჯრედოვანი ჰიპერპლაზიის ან მედულარული ფარისებრი ჯირკვლის კიბო) შემთხვევაში, თუ ადრეულ სტადიასთან გვაქვს საქმე, ჩვეულებრივ, პაციენტის ორგანიზმში კალციტონინის ჭარბი რაოდენობაა. სწორედ ამიტომ მხოლოდ კალციტონინის დონის განსაზღვრა არაა საკმარისი და აუცილებელი ხდება სხვა დამატებითი სადიაგნოსტიკო მეთოდები: ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია, სკანირება და ულტრაბგერა.
აღსანიშნავია, რომ კალციტონინის მაჩვენებელი შესაძლოა ასევე გაიზარდოს ფილტვის, ძუძუს, პანკრეასის კიბოს გამო.
აღნიშნული ჰორმონი შესაძლოა მოჭარბებული რაოდენობის იყოს შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ნაწლავის, კუჭის, ბრონქების კარცინოიდული სიმსივნე;
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
- პერნიციოზული ანემია.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: ilabgeo@gmail.com