აქვს თუ არა კავშირი თირკმლის კიბოს გენეტიკასთან, რა როლს თამაშობს მემკვიდრული ფაქტორი?

აქვს თუ არა კავშირი თირკმლის კიბოს გენეტიკასთან, რა როლს თამაშობს მემკვიდრული ფაქტორი?

თირკმლის კიბო თირკმლის ქსოვილში ყალიბდება.

ზრდასრულ პაციენტებში თირკმლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა თირკმლის უჯრედოვანი კარცინომაა, ხოლო ბავშვებში ყველაზე ხშირი ტიპია ვილმსის სიმსივნე.

ექიმები აცხადებენ, რომ თირკმლის კიბოთი ავადობის კოეფიციენტი მზარდია. ამ მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ პაციენტები ახლა უფრო ხშირად იტარებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

რადიოლოგები დაგვეთანხმებიან, რომ სრულებით სხვა მიზეზით დანიშნული კატე (CT კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევის დროს შემთხვევით, არაერთხელ აღმოუჩენიათ თირკმლის კიბო. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ამ კლინიკურ შემთხვევებში პაციენტებს წარმოდგენა არ აქვთ კიბოთი რომ ავადობენ, ანუ ჯერ არ აქვთ გამოხატული დაავადების სპეციფიკური სიმპტომები და კომპიუტერულ ტომოგრაფიას ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო მიმართავენ.

თირკმლის კიბო და მემკვიდრეობა

მნიშვნელობა არ აქვს რომელი ორგანოს კიბოზეა საუბარი, როდესაც საქმე ეხება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, სიმსივნეს, ონკოლოგები ძირითად რისკ-ფაქტორად მემკვიდრულ წინასწარგანწყობას, ანუ ოჯახურ ანამნეზს ასახელებენ.

თუ თქვენი ოჯახის წევრი თირკმლის კიბოთი ავადობდა, სხვებთან შედარებით გაცილებით მეტი რისკი გაქვთ, ანუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა სასურველია.

რისკ-ჯგუფში მყოფი პირებისთვის მოწოდებულია როგორც სკრინინგული კვლევები, ისე მთლიანი სხეულის გამოკვლევა - ასევე პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია გენეტიკური ტესტირება.

ლაბორატორიული ანალიზის დროს დგინდება ხართ თუ არა გენის მატარებელი, შესაბამისად, საშუალება გეძლევათ გარკვეული საპრევენციო მეთოდებით თავი დაიზღვიოთ კიბოს ჩამოყალიბებისგან.

რისკ-ჯგუფში შედის პირი, რომლის მშობელი, დედმამიშვილი, შვილი, ბებია-ბაბუა, დეიდა, მამიდა, ბიძა, დისშვილი, ძმისშვილი, ბიძაშვილი, შვილიშვილი თირკმლის კიბოთი ავადობს.

ოჯახურ ანამნეზთან ერთად გასათვალისწინებელია სხვა რისკ-ფაქტორებიც.

თირკმლის კიბოს განვითარებას ხელს შესაძლოა უწყობდეს:

  • ხანდაზმული ასაკი;
  • თამბაქო;
  • სიმსუქნე;
  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
  • თირკმლის უკმარისობისთვის განკუთვნილი მკურნალობის მეთოდები;
  • კონკრეტული მემკვიდრული სინდრომები.

თირკმლის კიბოს დიაგნოსტირების მეთოდებია:

  • სისხლისა და შარდის ანალიზი;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • თირკმლის ქსოვილის ბიოფსია.

რას გთავაზობთ აი-ლაბ ლაბორატორია?

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ გენეტიკურ გამოკვლევას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაადგინოთ ატარებთ თუ არა თირკმლის კიბოს მემკვიდრულ გენს.

ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში გელით უსაფრთხო და კომფორტული გარემო.

ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დროს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: ilabgeo@gmail.com

კლინიკები

ტეგები: