სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევები, რომელსაც აჯიბადემი სთავაზობს პაციენტებს, დღეიდან უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება.
ჩაიტარეთ ლაბორატორიული ანალიზი თბილისში, აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიაში, რომელიც წარმოადგენს თურქული კლინიკათა ქსელის Acibadem Labmed-ის ოფიციალურ და ერთადერთ წარმომადგენლობას საქართველოში.
იმუნოჰისტოქიმიური, მორფოლოგიური და ციტოლოგიური კვლევისთვის განკუთვნილი ნიმუში გაიგზავნება სტამბოლში.
ანალიზის პასუხიდან გამომდინარე ჩვენი ორგანიზაცია დაგაკავშირებთ თქვენთვის სასურველ ექიმთან, კლინიკასთან.
გელით სასიამოვნო და კომფორტული გარემო.
ჩვენთან ლაბორატორიული კვლევა ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
რა არის იმუნოჰისტოქიმიური კვლევა?
იმუნოჰისტოქიმია წარმოადგენს მორფოლოგიურ კვლევას, რომლის მეშვეობითაც დგინდება წარმონაქმნი სიმსივნურია თუ არა.
რა მიზნით ინიშნება იმუნოჰისტოქიმიური კვლევა?
იმუნოჰისტოქიმიური კვლევის მეთოდი ფართოდ გამოიყენება კანცეროგენურ სიმსივნეებში არსებული პათოლოგიური უჯრედების დიაგნოსტირებისთვის.
იმუნოჰისტოქიმია აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტირებისა და შესაბამისად, ადეკვატური მკურნალობის კურსისთვის, ასევე წარმონაქმნის დიფერენცირებისთვის.
იმუნოჰისტოქიმიური კვლევა ონკოლოგს საშუალებას აძლევს განსაზღვროს სიმსივნის ჰისტოგენეზი და განსაკურებით იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც რთულია პირველადი კერის მდებარეობის დადგენა.
იმუნოჰისტოქიმიური დიაგნოსტირება აგრეთვე ეფექტურია სხივური თერაპიისთვის განკუთვნილი სიმსივნეების ჯგუფის გამოსავლენად და სიმსივნის ჰორმონდამოკიდებულების განსასაზღვრად.
როგორც უკვე მოგახსენეთ, იმუნოჰისტოქიმია აუცილებელია თითქმის ყველა კლინიკურ შემთხვევაში, პათოლოგიის პირველადი დიაგნოსტირების მიზნით.
რა არის მორფოლოგიური კვლევა?
სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების პროცესში მორფოლოგიური კვლევა წარმოადგენს ოქროს სტანდარტს.
მორფოლოგიური კვლევით მკურნალი ექიმი იღებს უტყუარ, ზუსტ დიაგნოზს - მორფოლოგიური კვლევის ტიპებია ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური მეთოდები.
მორფოლოგიური გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნური პროცესების დროს.
რა დანიშნულება აქვს მორფოლოგიურ კვლევას?
მორფოლოგიური კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია, რომლის მთავარ დანიშნულებასაც დიაგნოზის საბოლოო ვერიფიცირება წარმოადგენს.
მორფოლოგი მორფოლოგიური კვლევის მიზნით, ლაბორატორიაში შეისწავლის ბიოფსიურ და ოპერაციულ მასალას ქსოვილოვან, უჯრედულ, მოლეკულურ დონეზე.
მორფოლოგიური კვლევის გარეშე შეუძლებელია მკურნალობის კურსის განსაზღვრა, პროგნოზი.
მორფოლოგიური კვლევის მონაცემის კლინიკურ დასკვნასთან შეჯერებით დგინდება დიაგნოზი, ხორციელდება პათოლოგიის მართვა, დაავადების ეფექტური მკურნალობა.
უჯრედის მორფოლოგიური კვლევა
ლეიკემიის დიაგნოზის დადასტურების მიზნით, საჭიროა ლაბორატორიული კვლევა, რომლის მეშვეობითაც მორფოლოგი შეისწავლის ძვლის ტვინის უჯრედის ზომას, მოცულობასა და ფორმას.
ამ პროცესს ეწოდება უჯრედის მორფოლოგიური კვლევა და ამ გზით ლეიკემიის ტიპის შეფასება ხდება.
რა არის ციტოლოგიური კვლევა?
ციტოლოგიური კვლევის დროს ციტოლოგი ეცნობა ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს უჯრედულ დონეზე.
აღსანიშნავია, რომ დღეს უკვე შესაძლებელია ციტოლოგიური გამოკვლევების ინტეგრირებული გამოყენება მოლეკულურ ბიოლოგიასა და იმუნომორფოლოგიურ კვლევებთან ერთად, რაც საგრძნობლად ამცირებს დაუზუსტებელი დიაგნოზის რიცხვს.
რა მიზნით ინიშნება ციტოლოგიური კვლევა?
კვლევის ამ მეთოდის მეშვეობით დგინდება სიმსივნის ბუნება, ანუ მიკროსკოპის კონტროლით შესაძლებელია კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესების დიფერენცირება, რაც დაავადების ადრეულ სტადიაში განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
ციტოლოგიური კვლევის პასუხის შესაბამისად ექიმი გეგმავს მკურნალობის კურსს.
ამასთან, ციტოლოგიური ანალიზით ქირურგი საზღვრავს თუ რა მასშტაბის ოპერაცია ჩაატაროს, მაგალითად, რადიკალური თუ ორგანოს დამზოგველი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: ilabgeo@gmail.com