რას გულისხმობს

მეორე აზრი / Second Opinion

დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის გადამოწმება

 

     მედიცინაში „მეორე აზრის“ სერვისი არის დასმული დიაგნოზის, დანიშნული მკურნალობის კურსის, ანუ დაავადების მართვის ოპტიმალური მეთოდის შესახებ იმ სპეციალისტის მოსაზრება, რომელსაც პაციენტი ექიმის რეკომენდაციით ან დამოუკიდებლად - საკუთარი სურვილით მიმართავს.

     მეორე აზრი გულისხმობს იმას, რომ სხვა ექსპერტი თავისი ცოდნითა და კომპეტენციით, დამატებით შეაფასებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დასმული დიაგნოზისა და დანიშნული მკურნალობის სისწორეს; სავსებით შესაძლებელია, რომ იგი გაცილებით გამოცდილი აღმოჩნდეს კონკრეტული დაავადების მართვაში.

     ჯანმრთელობის პრობლემასთან გამკლავება სტრესული ფაქტორია და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ენდობოდეთ ექიმს, გჯეროდეთ დანიშნული მკურნალობის კურსის ეფექტურობის.

     პაციენტს შეუძლია მოისმინოს მეორე აზრი იმ შემთხვევაში, თუ:

  • იგი არ არის დარწმუნებული დასმული დიაგნოზის, დაგეგმილი ან მიმდინარე მკურნალობის კურსის სისწორეში:
  • სურს დარწმუნდეს ნამდვილად სარგებლობს თუ არა თანამედროვე, ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით;
  • როცა დანიშნული მკურნალობის კურსი არ არის შედეგიანი;

     ხშირად პაციენტი თავს უხერხულად გრძნობს და არ იცის როგორ უთხრას მკურნალ ექიმს, რომ ინფორმაციის გადამოწმება სურს და სხვა მედიკოსის კონსულტაცია ესაჭიროება. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი კანონიერი უფლება და არჩევანია, რასაც ბევრი ახსნა-განმარტება არაა აუცილებელი. ზოგჯერ "მეორე აზრის" შესახებ მკურნალი ექიმი თავად მოგიწოდებთ და კოლეგას რეკომენდაციასაც კი უწევს.

     საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს მისთვის გასაგები ფორმით მიიღოს ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია, აგრეთვე მოიძიოს მეორე აზრი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

     ე. წ. Second Opinion სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მკურნალ ექიმს უნდობლობას უცხადებთ - სხვა მედიკოსის მოსაზრების გაცნობა სრულებით ნორმალური და მიღებული პრაქტიკაა მსოფლის წამყვან ქვეყნებში. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, Second Opinion-ის მეშვეობით, ხშირად პაციენტი ახალ ინფორმაციას იღებს და გამოჯანმრთელების მეტი შანსი ეძლევა. ამ გზით საშუალება გეძლევათ დარწმუნდეთ დიაგნოზის სისწორეში და შეიტყოთ სხვა სპეციალისტი ფლობს თუ არა მკურნალობის ალტერნატიულ, გაცილებით ეფექტურ მეთოდს.

     თუ თვლით, რომ თქვენ დიაგნოზში საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა და მისი გადამოწმება, სრული უფლება გაქვთ მოისმინოთ მეორე აზრი"!!!