ბიპოლარული აშლილობა მენტალური დარღვევაა.
დაავადება იწვევს განწყობის ექსტრემალურ ცვლილებას (მანია ან ჰიპომანია და დეპრესია).
დარღვევა ქრონიკული ფორმისაა, შესაბამისად, პაციენტმა უნდა ისწავლოს ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება, სიმპტომების მართვა. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მკურნალობის კურსი მოიცავს მედიკამენტებსა და ფსიქოთერაპიას. უნდა გაითვალისწინოთ მკურნალი ექიმის ყველა რეკომენდაცია, დაუშვებელია თვითმკურნალობა თუ თვითნებურად მკურნალობის კურსში ცვლილებების შეტანა.
გარკვეული მეთოდებით ნამდვილად შესაძლებელია მინიმუმამდე შეამციროთ დაავადების გამწვავების რისკი, შეამსუბუქოთ სიმპტომები, გაიუმჯობესოთ განწყობა. გირჩევთ:
• არ დალიოთ ალკოჰოლი;
• შეძლებისდაგვარად დიდი დრო გაატარეთ ჯანსაღ გარემოში, ანუ ადამიანებთან, რომლებიც დადებით განწყობას გიქმნიან. მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა ძალიან სასარგებლოა;
• ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი შეინარჩუნოთ თუ დანერგოთ. განწყობის დაბალანსებაში დაგეხმარებათ რეგულარული რუტინა - დაიცავით ძილის, კვების, ვარჯიშის რეჟიმი. ფიზიკური აქტივობის პროგრამა განიხილეთ მკურნალ ექიმთან;
• ბიპოლარული აშლილობის სამართავად, სავარაუდოდ, უკვე გამოწერილი გექნებათ შესაბამისი მედიკამენტი და თუ გარკვეული მიზეზების გამო, ჯანმრთელობის სხვა პრობლემის/მდგომარეობის შესაბამისად, საჭირო გახდება დამატებითი წამლის მიღება, აუცილებლად შეატყობინეთ მედიკოსს (ვინც მკურნალობს ბიპოლარულ აშლილობას) და მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში დალიეთ. გახსოვდეთ, ზოგჯერ სხვა ტიპის მედიკამენტი (რომელიც არ არის განკუთვნილი ბიპოლარული აშლილობისთვის) იწვევს და ამწვავებს დეპრესიის, მანიის ეპიზოდებს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bipolar-disorder/diagnosis-
treatment/drc-20355961