რეაბილიტაციური ღონისძიებები მიმართულია ფიზიკური შესაძლებლობების და უნარების შესწავლისკენ იმ პაციენტებში რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი ნევროლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი, ორთოპედიური ან სხვა დარღვევები, მათ შორის ინსულტი, ხერხემლის ტრავმები, სახსრების ტკივილი ან მოძრაობის შეზღუდვა, ძლიერი დამწვრობა, კიდურების ამპუტაცია და ა.შ. ამასთან ერთად რეაბილიტაციური ღონისძიებების დახმარებით პაციენტს შეუძლია დაძლიოს და ადაპტაცი განიცადოს საკუთარი სხეულის ცვლილებებთან, რომლებიც შეძენილი იქნა დაავადების ან ოპერაციის შედეგად. რეაბილიტაციური ღონისძიებები ტარდება სპეციალიზებულ განყოფილებაში ან საავადმყოფოში სპეციალისტი-ექიმების ჯგუფის მიერ, რომელიც შესაძლოა შედგებოდეს:
- ექიმი-რეაბილიტოლოგი
- ფიზიოთერაპევტი
- ერგოთერაპევტი
- ლოგოპედი
- ფსიქოლოგი
- ექთანი
ფიზიოთერაპია მექანიკური ძალის და მოძრაობების, სამკურნალო ვარჯიშების, ბალანსირებული ფიზიკური აქტივობის, მანუალური და ელექტრო თერაპიის საშუალებით ეხმარება პაციენტს საკუთარი სხეულის მობილობის და ფუნქციონირების აღდგენაში.
ლოგოპედი აფასებს პაციენტის კოგნიტურ უნარებს, ლაპარაკის და ყლაპვის შეშაძლებლობას, ახდენს არსებული პრობლემების სიმძიმის დადგენას და ადგენს მათი მკურნალობის გეგმას, რათა დაეხმაროს პაციენტს საუბრის და ყლაპვის ფუნქციის მაქსიმალურ არღდგენაში.
ერგოთერაპია ეხმარება კუნთების ტონუსის და მცირე მოტორიკის გაუმჯობესებაში იმისთვის რომ პაციენტს შეეძლოს იყოს დამოუკიდებელი ყოველდღიურ ჩვეულ აქტივობაში, როგორიც არის დაბანა, ჩაცმა, თვითმოვლა ან სახლის მოვლის საქმეები.
პაციენტი ასრულებს აქტიურ როლს საკუთად გამოჯანმრთელებაში. მისი მონაწილეობის რეაბილიტაციის გუნდი ადგენს ინდივიდუალურ მიზანს და მისი მიღწევის გეგმას. ექიმების გუნდი დინამიკაში აკვირდება პაციენტის აღდგენის პროცესს.