რა არის ორალური რძიანა?
რძიანა სოკოვანი ინფექციაა, რომელიც ხშირად ჩნდება პირის ღრუში.
პირის არეში მცირე რაოდენობით სოკო ყოველთვისაა, თუმცა ინფექცია ჩნდება მაშინ, როდესაც მისი რაოდენობა რეკომენდებულზე ბევრია.
ორალური რძიანათი, ძირითადად, ავადობენ ბავშვები და ის ზრდასრულები, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო სუსტი იმუნიტეტი აქვთ. თუმცა ეს დიაგნოზი შესაძლოა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მისგან არავინაა დაზღვეული.
ადრეულ სტადიაზე ორალური რძიანა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ნიშნები ჩნდება დაავადების გამწვავების, პროგრესირების ფონზე.
დამახასიათებელი ნიშნებია:
- თეთრი ან ყვითელი ლაქები ლოყის შიდა არეზე, ენაზე, ნუშურა ჯირკვლებზე, ღრძილებსა თუ ტუჩზე;
- ლაქების გაკაწვრის შემთხვევაში მსუბუქი სისხლდენა;
- წვის ან ტკივილის შეგრძნება პირის ღრუში;
- ბამბის მსგავსი ნივთის შეგრძნება პირში;
- პირის კუთხეებში გამომშრალი, დახეთქილი კანი;
- ყლაპვის გაძნელება;
- უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
- კბილების რიგის ქვეშ სიწითლე, გაღიზიანება და ტკივილი.
აღსანიშნავია, რომ ორალური რძიანა ყალიბდება იმავე სოკოს გამო, რომელიც იწვევს სოკოს ინფექციას სხეულის სხვა არეში.
რისკ-ფაქტორებია:
- პაციენტი ბავშვია ან ხანდაზმული;
- ანამნეზში დაავადება, რომელიც იწვევს პირის სიმშრალეს;
- იღებთ კორტიკოსტეროიდებს ან იმუნოსუპრესანტებს;
- თამბაქოს მოხმარება;
- იმყოფებით ანტიბიოტიკოთერაპიაზე;
- ატარებთ პროთეზს.
გაითვალისწინეთ, თუ იმუნური სისტემა დაქვეითებული გაქვთ შესაძლოა გამოგივლინდეთ გართულებები, რძიანას გამო.
სათანადო მკურნალობის გარეშე სოკო, რომელიც რძიანას იწვევს, შესაძლოა აღმოჩნდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და გავრცელდეს გულში, ტვინში, თვალებსა და სხეულის სხვა არეში. ამ პროცესს ინვაზიური კანდიდოზი ეწოდება.
წყარო:
https://www.healthline.com/health/thrush