რატომ გვექავება კანი?
პრურიტუსი ქავილის განმსაზღვრელი სამედიცინო ტერმინია. ამ მდგომარეობის დროს აუტანელი სურვილი გიპყრობთ, რომ კანი მოიფხაჭნოთ, მოიქავოთ და იგრძნოთ შვება.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ქავილის გამომწვევ მიზეზზე.
პრურიტუსი გავრცელებული ჩივილია, თუმცა უფრო მწვავედ ან ხშირად მიმდინარეობს შემდეგ ჯგუფში:
- 65 წელს გადაცილებულ პირებში;
- ალერგიულ ადამიანებში;
- ანამნეზში დიაბეტი, ფსორიაზი, ეგზემა;
- იმყოფებით დიალიზზე.
ზოგჯერ პრურიტუსი მტკივნეულია და ადამიანს აქვს შეგრძნება თითქოს კანზე რაღაც უღიტინებს. მოქავებისას შეიძლება ტკივილი გამწვავდეს და სულაც ვერ იგრძნოთ შვება.
თუ კანის ქავილმა ქრონიკული სახე მიიღო მიმართეთ ექიმს.
დამახასიათებელი სიმპტომებია:
- მშრალი კანი;
- დაჟეჟილობა და ნაკაწრები;
- კანის სტრუქტურის შესქელება;
- ლოკალიზებული ტკივილი;
- კანის ღია ნახეთქები და სისხლდენა;
- კანიდან მოედინება ყვითელი ან თეთრი სითხე;
- შეშუპებული გამონაყარი;
- კოპისმაგვარი მუწუკები;
- ბებერები;
- შეშუპებული კანი და სხვა.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- დერმატოლოგიური;
- სისტემური;
- ნევროპათიული;
- ფსიქოგენური;
- გარემო ფაქტორებით გამოწვეული.
პრურიტუსის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მშრალი კანია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/11879-pruritus