რომელი საკვები აქვეითებს მადას და შიმშილის გრძნობას?

რომელი საკვები აქვეითებს მადას და შიმშილის გრძნობას?

წონის დასაკლებად აუცილებელია დღიური კალორიების რაოდენობის შემცირება.

სამწუხაროდ, წონის დასაკლები დიეტის ფონზე ზოგიერთი ადამიანი უჩივისმადის გაძლიერებას და ძლიერ შიმშილს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე პროდუქტს, რომელიც აქვეითებს მადას და გაძლიერებულ შიმშილის გრძნობას:

  •  კვერცხი;
  •  ლობიო;
  •  ბარდა;
  •  ოსპი;
  •  შავი შოკოლადი;
  •  ბულგარული წიწაკა;
  •  შვრია;
  •  მოხარშული კარტოფილი;
  •  თევზი;
  •  წითელი ვაშლი;
  •  თხილეული;
  •  იოგურტი.

რაც შეეხება სასმელს, სასარგებლოა წყალი და ყავა.

თუ წონის დაკლება ან უკვე დაკლებულის შენარჩუნება გსურთ


წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ აკონტროლოთ ულუფა, შესაბამისად, თავი დაიცვათ ჭარბი რაოდენობით საკვების მიღებისგან.

რეკომენდებულია:

  •  ჭამამდე 2 ჭიქა წყალი დალიეთ;
  •  ნელა მიირთვით, ტვინმა საკვები რომ აღიქვას კარგად დააკვირდით თეფშს;
  •  მიირთვით პატარა ზომის თეფშიდან;
  •  გამოიყენეთ დიდი ჩანგალი;
  •  აუცილებელია მშვიდი ძილი;
  •  შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ გარემოს.

წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/18-ways-reduce-hunger-appetite
https://www.eatthis.com/foods-that-shut-off-hunger-hormones-fast/