რა უნდა იცოდეთ ნაწლავის ინფექციაზე?
ნაწლავის ინფექცია გავრცელებული ჩივილია და შეიძლება გამოუვლინდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს.
ინფექცია ყალიბდება მაშინ, როდესაც ისეთი მავნებელი მიკროორგანიზმები როგორიცაა ბაქტერია, ვირუსი თუ პარაზიტი საჭმლის მომნელებელ სისტემაში იჭრება.
ნაწლავის ინფექციის ერთ-ერთი პირველი, ადრეული ნიშანი მუცლის ტკივილი და სპაზმია. დისკომფორტი შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მწვავე და ტკივილი თავს იჩენდეს ტალღისებურად. ნაწლავის ინფექციისას ტკივილი შესამჩნევია მუცლის ქვედა არეში, თუმცა სავსებით შესაძლებელია მთლიან მუცლის ღრუს მოიცავდეს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ მუცლის ტკივილი მწვავდება, არ ყუჩდება და ერთვის სხვა ნიშნებიც.
ნაწლავის ინფექციის სხვა სიმპტომებია:
- დიარეა;
- გულისრევა და ღებინება;
- სიცხე;
- მადის დაქვეითება;
- დაღლილობა და სისუსტე;
- შებერილობა და ჭარბი აირები;
- შეცვლილია განავლის ვიზუალური იერსახე.
წყარო:
https://www.narayanahealth.org/blog/8-early-signs-and-symptoms-of-intestinal-infection
