პროქტიტი - როგორ მკურნალობენ სწორი ნაწლავის ამომფენის ანთებას

პროქტიტი - როგორ მკურნალობენ სწორი ნაწლავის ამომფენის ანთებას

პროქტიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები.

პროქტიტი სწორი ნაწლავის ამომფენის ანთებაა და ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • კუჭის მოქმედების ხშირი ან მუდმივი სურვილი;
  • რექტალური სისხლდენა;
  • ლორწო სწორი ნაწლავიდან;
  • ტკივილი მუცლის არეში (მარცხენა მხარეს);
  • სწორ ნაწლავში სისავსის შეგრძნება;
  • დიარეა;
  • ტკივილი და დისკომფორტი კუჭის მოქმედების დროს.

პროქტიტი ხშირად აწუხებთ იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გაღიზიანებული ნაწლავის დაავადება. პროქტიტი შესაძლოა ჩამოყალიბდეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის გამო. ზოგჯერ პროქტიტი სხივური თერაპიის გვერდითი ეფექტია.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია შემდეგი კვლევები:

  • სისხლის ანალიზი;
  • განავლის ანალიზი;
  • მოქნილი სიგმოიდოსკოპია;
  • კოლონოსკოპია;
  • ტესტი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამოსავლენად.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

თუ პროქტიტი განვითარდა ინფექციის გამო ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია ან ანტივირუსული მედიკამენტები.

თუ მიზეზი გაღიზიანებული ნაწლავის დაავადებაა ინიშნება მედიკამენტები რექტალური ანთების საკონტროლოდ ან ოპერაცია თუ მედიკამენტური თერაპია სიმპტომებს ვერ გაუმკლავდება.

თუ პროქტიტი სხივური თერაპიის გვერდითი მოვლენაა მოწოდებულია მედიკამენტები სისხლდენის შესამცირებლად, ანთებითი პროცესის დასაცხრობად და განავლის დასარბილებლად.

 

 

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/proctitis/diagnosis-treatment/drc-20376938