რა ხდება ორგანიზმში, როცა იცინით?

რა ხდება ორგანიზმში, როცა იცინით?

რა ცვლილებები მიმდინარეობს ორგანიზმში სიცილის ფონზე?

პოზიტიური, დადებითი განწყობა სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

დადებითი განწყობა პიროვნებას ეხმარება გაცილებით მარტივად გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციას, დაიცვას მთლიანი სხეული სტრესით გამოწვეული უარყოფითი ეფექტისგან, შესაბამისად, თავიდან აირიდოს ნებისმიერი შესაძლო გართულება.

აი, რა ხდება სიცილის დროს:

  •  შეისუნთქავთ ჟანგბადით მდიდარ ჰაერს (გაცილებით მეტი რაოდენობით);
  • ასტიმულირებთ გულს, ფილტვებს, კუნთებს;
  •  ტვინი გამოიმუშავებს ბედნიერების ჰორმონებს;
  •  სტრესის ფიზიკური სიმპტომები ქვეითდება, სხეული დუნდება, თავისუფლდება დაძაბულობისგან;
  •  უმჯობესდება იმუნური სისტემა;
  •  სუსტდება ტკივილის ხარისხი;
  •  მნიშვნელოვნად იზრდება პერსონალური კმაყოფილების შეგრძნება;
  •  დადებით გუნება-განწყობილებაზე დგებით.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/stress-management/in-depth/stress-
relief/art-20044456