ცილის დეფიციტის სიმპტომები

ცილის დეფიციტის სიმპტომები

რამდენიმე სიმპტომი, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ორგანიზმს ცილა აკლია.

ცილა (პროტეინი) ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. იგი აუცილებელია კუნთისთვის, კანისთვის, ფერმენტებისა და ჰორმონების ფუნქციონირებისთვის, ფაქტობრივად, ორგანიზმის ყველა ქსოვილისთვის.

ცილის დეფიციტი ხშირად წარმოადგენს სხვადასხვა პათოლოგიის განვითარების რისკ-ფაქტორს, შესაბამისად, სასურველია ორგანიზმში ამ აუცილებელი მკვებავი ნივთიერების ბალანსი დაცული იყოს; გახსოვდეთ, ცილა ჯანმრთელობის ერთ- ერთი საბაზისო კომპონენტია და რაციონში ცილის ნაკლებობა ბავშვებში ანელებს ზრდა-განვითარების ადეკვატურ პროცესს, მოზრდილებში იწვევს ღვიძლის ცვლილებებს, ირღვევა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედების უნარი, ხშირია როგორც მეხსიერების, ისე შრომის ნაყოფიერების დაქვეითებისა და სხვა არაერთი პრობლემის განვითარების რისკი.

ცილის დეფიციტის დროს ჩნდება შემდეგი სიმპტომები:

  •  შეშუპება;
  •  ღვიძლის გაცხიმოვნება;
  •  სუსტი კანი, თმა და ფრჩხილები;
  •  კუნთის მასის განლევა;
  •  იზრდება ძვლის მოტეხილობის რისკი;
  •  ინფექციებით ხშირი ავადობა;
  •  მომატებული, გაძლიერებული მადა;
  •  მუდმივი სისუსტე;
  •  მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
  •  მუდმივად გაწუხებთ შიმშილის შეგრძნება;
  •  მუცლის შებერილობა;
  •  ცუდი გუნება-განწყობილება;
  •  ხშირად ავადობა.

წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/protein-deficiency-symptoms
https://www.prevention.com/food-nutrition/healthy-eating/g27149894/protein-
deficiency-symptoms/