მკურნალობა სახლის პირობებში.
ნაღვლის რეფლუქსი ყალიბდება მაშინ, როდესაც ღვიძლში წარმოქმნილი მომნელებელი სითხე საყლაპავში ან კუჭში ამოდის. მას სავსებით შესაძლებელია თან ერთვოდეს მჟავა რეფლუქსიც.
პათოლოგიას მართავენ მედიკამენტებით, ხოლო მწვავე კლინიკურ შემთხვევაში დგება ქირურგიული ჩარევის საჭიროება.
ცნობილია, რომ ნაღვლის რეფლუქსი რთულად ექვემდებარება ცხოვრების წესის ან კვების რაციონის ცვლილებას, თუმცა ზოგჯერ თვითმკურნალობით სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია.
გირჩევთ:
- უარი თქვით თამბაქოზე;
- დღის განმავლობაში მიირთვით ხშირად და მცირე ულუფებით;
- ჭამიდან 2-3 საათი უნდა გავიდეს და შემდეგ დაიძინოთ. საკვების მიღების შემდეგ მაშინვე დასაძინებლად ნუ წახვალთ, ნუ დაწვებით;
- მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხიმიანი საკვები;
- რაციონიდან ამოიღეთ შოკოლადი, ციტრუსი, ძმარზე დამზადებული სალათის სოუსი, ხახვი, პომიდვრით მომზადებული კერძები, პიტნა, სუნელებით შეზავებული პროდუქტი, კოფეინის შემცველი და გაზიანი,
- ტკბილი სასმელები;
- შეზღუდეთ ალკოჰოლი;
- სიმსუქნის შემთხვევაში დაიკელით წონა;
- დაისვენეთ, მოდუნდით. სიმპტომები განსაკუთრებით მწვავდება
- სტრესის ფონზე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bile-reflux/diagnosis-
treatment/drc-20370121