ნიორი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი

ნიორი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი

ნიორი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ამინომჟავებითა და ენზიმებით.

გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით, ორგანიზმს კანცეროგენური ნივთიერებებისგან იცავს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

ნიორი შეიცავს ორგანულ ნაერთს სახელწოდებით Diallyl-ს; მეცნიერები განმარტავენ, რომ აღნიშნული ნაერთი კამპილობაქტერიასთან ბრძოლის პროცესში უფრო ეფექტურია, ვიდრე პოპულარული ანტიბიოტიკები. ეს ბაქტერია ყველაზე ხშირად იწვევს კუჭ-ნაწლავის ინფექციებს.

ნიორს ძლიერი ანტიბიოტიკური თვისებები აქვს.

ხსნის კორონარული სისხლძარღვების სპაზმს, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, აქვეითებს არტერიულ წნევას.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ნიორი გულისთვის სასარგებლო პროდუქტთა სიის უპირობო ლიდერია.

მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. გულის შეტევის (ინფარქტი) შემდეგ კვლევის ავტორებმა ლაბორატორიული თაგვების სხეულში ნივრის შემადგენელი ნაერთი diallyl sulfideშეიყვანეს. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ამ ჯგუფში,ნაერთის მეშვეობით, 61%-ით დაბალი იყო გულის დაზიანების მაჩვენებელი.

სხვა სამეცნიერო დასკვნის შესაბამისად, მკვლევარები თვლიან, რომ ნივრისზეთი შესაძლოა დიაბეტის მქონე პირს კარდიომიოპათიისგან იცავდეს. ცნობისათვის, კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა, რომლის გამოც დაქვეითებულია გულის ფუნქციონირება, გულს ორგანიზმში სისხლის გადატუმბვა უჭირს. კარდიომიოპათია გულის უკმარისობას იწვევს.

ნიორში შემავალი ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებსა და ტოქსინებს - ნიორი გაციების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.

ST. Joseph Family Medicine Residency-ს (ინდიანა, აშშ) მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს სახელწოდებით „გაციების მკურნალობა ბავშვებსა და ზრდასრულებში“. კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ნივრის პროფილაქტიკური მოხმარება ზრდასრულებში ამცირებს გაციების სიხშირეს, მაგრამ სიმპტომების ხანგრძლივობაზე ეფექტი არ აქვს.

Shandong University-ს (საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი, ჩინეთი) მეცნიერები თვლიან, რომ ორგანული გოგირდი, რომელსაც ნიორი შეიცავს,ღვიძლს ეთილის სპირტით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესისგან იცავს. მოგეხსენებათ, ღვიძლისთვის მავნებელია ხანგრძლივი დროით, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/265853