რა განსხვავებაა?
ნაოჭები ორ კატეგორიად იყოფა, შესაბამისად, განსხვავებულია გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები - დეტალურად განვიხილოთ თუ რა არის სტატიკური და დინამიკური ნაოჭი.
დინამიკური ნაოჭები
ამ ტიპის ნაოჭი ჩნდება ემოციების ფონზე, კერძოდ, ხაზები ყალიბდება მაშინ, როდესაც სახეზე სპეციფიკურ გამომეტყველებას იღებთ.
დინამიკური ნაოჭების გაჩენის მიზეზია სახის კუნთების ხშირი შეკუმშვა. სხვადასხვა ემოცია ხაზებს ავლებს, ძირითადად, წარბებს შორის, შუბლზე, თვალების კუთხეებში, ტუჩის მიდამოში.
გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე დინამიკური ნაოჭების გაუმჯობესების ბუნებრივი მეთოდია ნაკლებად დაძაბოთ სახე, მინიმუმამდე შეამციროთ კუნთების შეკუმშვის პროცესი. პროფესიონალური კუთხით კი ესთეტიკურ ცენტრებში დანერგილია ბოტოქს და დისპორტ თერაპია.
სტატიკური ნაოჭები
ამ ტიპის ნაოჭი თუ ერთხელ გაჩნდა მუდმივად რჩება კანზე.
დინამიკურისგან განსხვავებით სტატიკური არ ჩნდება ემოციისა თუ კუნთების შეკუმშვის შედეგად, არამედ ასაკის მატების შედეგია.
მოგეხსენებათ, დაბერების პროცესის განუყოფელი ნაწილი კანის ელასტიურობისა და კოლაგენის დაკარგვაა, რაც ნაოჭებით გვირგვინდება.
გასათვალისწინებელია ცხოვრების წესიც, მაგალითად, ნაადრევი სტატიკური ხაზების მიზეზი ხშირად ხდება თამბაქო, არაჯანსაღი კვების რაციონი, დაბინძურებული ჰაერი. როდესაც ნაოჭებზე ვსაუბრობთ ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილოთ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზეც.
სტატიკური ნაოჭების გასასწორებლად მოწოდებულია:
- ფილერი;
- ბოტოქსი ან დისპორტი;
- ქიმიური პილინგი.
წყარო:
https://www.estheticscenter.com/blog/dynamicvsstaticwrinkles