ამ სიმპტომების იგნორირება დაუშვებელია!
პრედიაბეტი საყურადღებო მდგომარეობაა - იგი დიაბეტის ჩამოყალიბების მიზეზი ხშირად ხდება.
პრედიაბეტი დიაგნოზია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მაღალია. პრედიაბეტი სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის დაზიანების პავროვოცირებელი ფაქტორია.
როგორც მედიკოსები განმარტავენ, პრედიაბეტის დროული მართვის შემთხვევაში დიაბეტის პრევენცია და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია.
პრედიაბეტის ჩამოყალიბების მიზეზი შესაძლოა იყოს სიმსუქნე ან ჭარბი წონა, მეორე ტიპის დიაბეტით ავადობის ოჯახური ანამნეზი, არააქტიური ცხოვრების სტილი, მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტეროლი და სხვა. ასაკიც დიდ როლს თამაშობს, მაგალითად, რისკი იზრდება 45 წელს გადაცილებულ პირებში.
საყურადღებო სიმპტომები, ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშნებია:
- მომატებული წყურვილის გრძნობა და ხშირი შარდვა;
- დაღლილობა;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- გაძლიერებული შიმშილის გრძნობა;
- უმიზეზო, აუხსნელი წონის კლება;
- ჭრილობებისა თუ ნაკაწრების შეხორცების პროცესი ჭიანურდება;
- კიდურების დაბუჟება, ტკივილი ან ჩხვლეტის შეგრძნება;
- კანის გარკვეულ არეზე სიმუქე;
- ინფექციებით ხშირი ავადობა;
- გაღიზიანება;
- ხასიათის ცვლილება.
წყარო:
https://www.carearc.org/latest-news-posts/10-early-warning-signs-of-prediabetes-you-shouldnt-ignore