რა სიმპტომები ჩნდება მეორე ხარისხის დამწვრობის დროს?
იგი დამწვრობის ხარისხის მსუბუქ ან საშუალო მაჩვენებელში გადის და ყველაზე გავრცელებული ტიპია.
მეორე ხარისხის დამწვრობისას ზიანდება ეპიდერმისი (კანის გარეთა შრე) და დერმისი (კანის მეორე შრე). კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ამ ტიპის დამწვრობის მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- კანი იძენს წითელ ან მუქ ყავისფერ შეფერილობას;
- თითქოს კანი ბზინავს;
- ბებერები;
- ტკივილი და დისკომფორტი;
- შეშუპება;
- კანის ფენების აქერცვლა.
ყველაზე ხშირად მეორე ხარისხის დამწვრობას იღებენ შემდეგ არეში:
- კიდურები;
- სახე;
- პირი.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ცხელი საგანი;
- მზით დამწვრობა;
- ადუღებული წყალი;
- ორთქლი;
- ცეცხლის ალი;
- ზოგიერთი ქიმიკალი;
- ელექტროშოკი.
ნაწიბურების გაჩენის რისკი მაღალია თუ დამწვრობა სერიოზულია და მოიცავს სხეულის დიდ არეს.
გაითვალისწინეთ, ნორმალურია თუ კანის ბუნებრივ ტონთან შედარებით დამწვრობით დაზიანებული მონაკვეთი შედარებით ღია ან პირიქით მუქი ფერისაა.
თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია და საყურადღებოა დამწვრობის ზომა და ლოკაცია სხეულზე, თუმცა სტატისტიკურად მეორე ხარისხის დამწვრობა შუშდება ერთი კვირიდან 3 კვირამდე ვადაში.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24527-second-degree-burn