თევზი გემრიელი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია.
თევზის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა ტვინის სათანადო ფუნქციონირებისთვის საჭირო კომპონენტია და სასიცოცხლოდ აუცილებელი შემეცნებითი ფუნქციებისთვის.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ანთების საწინააღმდეგო თვისებების დახმარებით, თევზი მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს - ორგანიზმიდან დევნის ცუდ ქოლესტერინს, აქვეითებს ტრიგლიცერიდისა და არტერიული წნევის მაჩვენებელს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თევზი განსაკუთრებით სასარგებლოა დეპრესიისა თუ პოსტნატალური (მშობიარობის შემდგომი) დეპრესიის მქონე პირებისთვის; როცა ტვინი ომეგა-3, ჯანსაღი, ანთების საწინააღმდეგო ცხიმით მარაგდება, სავსებით შესაძლებელია დეპრესიის დონე შემცირდეს.
ომეგა-3 აგრეთვე ეფექტურია კოლაგენის გამომუშავებისთვის. კოლაგენი კი პროტეინია, რომელიც კანისა და თმის სიჯანსაღეზე ზრუნავს.
წყარო: