როგორ მკურნალობენ კაროტიდული არტერიის დისექციას?
კაროტიდული არტერიის დისექცია ყალიბდება მაშინ, როდესაც კისერში მდებარე კაროტიდული არტერიის შრე იყოფა ან წყდება. დისექცია შესაძლოა იყოს სპონტანური ან განვითარდეს კისრის ტრავმის შედეგად.
კაროტიდული არტერიის დისექციის პირველივე ნიშნის გამოვლენისას უნდა მიმართოთ კლინიკას. ეს საყურადღებო პათოლოგიაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:
• ფიზიკური გასინჯვა;
• სამედიცინო ისტორიის შესწავლა;
• აუცილებელია დადგინდეს წარსულში ხომ არ ჰქონდა პაციენტს ტრავმა კისრის არეში;
• კისრის ულტრაბგერა;
• კისრისა და ტვინის კატე ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
• ანგიოგრაფია.
ექიმი მკურნალობის კურსს დანიშნავს იმის მიხედვით თუ ანამნეზში რა პათოლოგია გაქვთ, რამ გამოიწვია დისექცია, ხომ არ გადაიტანეთ ინსულტი, შეფასდება სისხლდენის რისკი და სხვა.
კაროტიდული არტერიის დისექციის მკურნალობის ფონზე მნიშვნელოვნად ქვეითდება ინსულტის რისკი. მკურნალობისთვის მოწოდებულია:
• ანტიკოაგულანტი;
• ანტითრომბოციტული შრატი;
• ანგიოპლასტიკა;
• ქირურგიული ჩარევა დისექციის ამოსაკვეთად.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22697-carotid-artery-dissection
