ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი დუბაიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე!

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი დუბაიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე!

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ეკატერინე ნეფარიძე დუბაიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ჯანმრთელობის ტურიზმი და სამედიცინო ოდისეა“ მიწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

ღონისძიება აერთიანებს ჯანდაცვის, სამედიცინო ტურიზმისა და ველნესის სფეროს საერთაშორისო ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესპარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა „პაციენტის მოგზაურობა - მკურნალობიდან ტრანსფორმაციამდე“.

კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო ტურიზმის მომავალს.  

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრისთვის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა გააფართოოს პროფესიული კავშირები, განავითაროს სტრატეგიული პარტნიორობა და ხელი შეუწყოს საქართველოს პოზიციონირებას სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა: „პაციენტის მოგზაურობა - მკურნალობიდან ტრანსფორმაციამდე“.

კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო ტურიზმის მომავალს, მათ შორის:

  • საერთაშორისო პაციენტების გამოცდილებასა და მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს;
  • ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში პაციენტთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას;
  • 50 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის ადაპტირებულ სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებს;
  • ჯანდაცვის, ტურიზმის, სადაზღვევო და საავიაციო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.