რა შემთხვევაში ინიშნება ეს ანალიზი?
შარდის ალბუმინი-კრეატინინის თანაფარდობის კვლევა მოწოდებულია მაშინ, როდესაც საჭიროა დადგინდეს სათანადოდ ფუნქციონირებს თუ არა თირკმელი.
თუ თირკმელი ჯანსაღია:
- ალბუმინი რჩება სისხლში და არ აღწევს შარდში;
- სისხლიდან იფილტრება კრეატინინი და ორგანიზმიდან გამოიყოფა მოშარდვისას.
ეს ანალიზი საჭიროა თუ ანამნეზში გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული დაავადება და შესაფასებელია თირკმლის ფუნქციონირების უნარი.
სხვა კლინიკური ჩვენებაა:
- მაღალი არტერიული წნევა;
- გულის დაავადება;
- ღვიძლის ციროზი.
ასევე ალბუმინი-კრეატინინის თანაფარდობის ტესტი ტარდება თუ პირი 50 წელს გადაცილებულია, ეწევა თამბაქოს ან აქვს სხეულის მასის მაღალი ინდექსი (დასტურდება ჭარბი წონა).
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diagnostics/urine-albumin-creatinine-ratio
