ჩირქი ღრძილში - რა სიმპტომებით ვლინდება ღრძილის აბსცესი?

ჩირქი ღრძილში - რა სიმპტომებით ვლინდება ღრძილის აბსცესი?

რა არის ღრძილის აბსცესი?

ღრძილის აბსცესი (ჩირქგროვა) დაგროვილი ჩირქი, ინფექციის ჯიბეა ღრძილში ან კბილსა და ღრძილს შორის მდებარე სივრცეში. ბაქტერია ამ არეში აღწევს დენტალური აბსცესის ან სხვა ტიპის ორალური ჰიგიენის დარღვევის გამო. 

ღრძილის აბსცესი დენტალური აბსცესისგან განსხვავდება, თუმცა საერთო სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდს იზიარებენ.

პირის ღრუ, ჩვეულებრივ, კარგ და მავნებელ ბაქტერიებს შეიცავს. მავნებელი ბაქტერიის დაგროვების შედეგად ნადები და ქვები ჩნდება, რაც კარიესისა და სხვა დენტალური პრობლემების ხელშემწყობი მიზეზია. თუ მავნებელი ბაქტერია ღია ჭრილობას ან ქსოვილს ნახავს და შიგნით შეაღწევსგამრავლების საშუალება მიეცემა და ინფექციას გამოიწვევს. 

ღრძილის აბსცესი ხშირად ფიქსირდება იმ პირებში, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო ორალურ ჰიგიენაზე ზრუნვა არ შეუძლიათ. სხვა რისკ-ფაქტორებია:

• ჰორმონული ცვლილებები; 
• დიაბეტი; 
• ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი; 
• გენეტიკური ფაქტორი; 
• სუსტი იმუნიტეტი.

ღრძილის აბსცესის მთავარი სიმპტომი ტკივილი და შეშუპებაა, ასევე შესაძლოა გრძნობდეთ დისკომფორტს ღეჭვის დროს. სავსებით მოსალოდნელია შენიშნოთ ამობურცულობა აბსცესის არეში, რომელიც მტკივნეულია და ზეწოლის შეგრძნებას იწვევს. 

სხვა სიმპტომებია:

• უსიამოვნო სუნი პირის ღრუში; 
• ჩირქი გამოიყოფა; 
• სისხლდენა ღრძილიდან; 
• მომატებული მგრძნობელობა კბილის ან ღრძილის არეში; 
• სიცხე;
• ღრძილის რეცესია (როდესაც ღრძილის ქსოვილის განლევის გამო ქსოვილი უკან იწევს).

 

 

 

 

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/gum-abscess