სიმსუქნის ადრეული ნიშნები, რომელზეც თვალს ვხუჭავთ

სიმსუქნის ადრეული ნიშნები, რომელზეც თვალს ვხუჭავთ

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ამ სიმპტომებს სერიოზულ ყურადღებას არ აქცევს.

ბევრი ჭარბწონიანი ადამიანი სრული სერიოზულობით ამტკიცებს, რომ არ ახსოვს კონკრეტულად როდის მოიმატა და ამას ადასტურებენ მედიკოსებიც, დიახ, სიმსუქნეს ადრეული სიმპტომები აქვს და თუ დროულად არ დაიწყებთ ჩარევას (დიეტა, ვარჯიში და სხვა) უეცრად სასწორზე ჭარბ წონას დაინახავთ.

სიმსუქნე მხოლოდ ზედმეტი ცხიმი არ არის და კომპლექსური მდგომარეობაა, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ სერიოზულ გართულებებთან როგორიცაა გულის დაავადება, მეორე ტიპის დიაბეტი, ინსულტი.

სიმსუქნის ადრეული ნიშნებია:

  • წელის გარშემოწერილობის ზრდა;
  • სხეულის მასის მაღალი ინდექსი;
  • გიჭირთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება, მაგალითად, კიბით სარგებლობა, ახლო დისტანციაზე სეირნობა, ქოშინი მოძრაობისას;
  • ძილის აპნოე ან ხვრინვა;
  • მუდმივი დაღლილობა;
  • სახსრების ტკივილი ან გაშეშება;
  • მუდმივი შიმშილის შეგრძნება და არაჯანსაღი საკვების მიღების მოთხოვნილება.

 

 

 

 

წყარო:   

https://www.thegrangemedicalpractice.co.uk/2025/02/11/most-people-ignore-these-obesity-warning-signs-are-you-one-of-them/