სენსიტიური კუჭი.
„მგრძნობიარე კუჭი“ არასამედიცინო ტერმინია და ამ სიტყვით განმარტავენ ისეთ კუჭს, რომელიც ადვილად ღიზიანდება, იშლება. ზოგიერთი ადამიანი კუჭის სენსიტიურობას უკავშირებს კონკრეტულ საკვებს, ხოლო ზოგჯერ გამომწვევი მიზეზი უცნობია.
იშვიათად, თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია კუჭის სხვადასხვა ტიპის პრობლემა/დისკომფორტი, თუმცა თუ ხშირად გიღიზიანდებათ, სავარაუდოდ, მგრძნობიარე კუჭი გაქვთ.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ნაწლავებში ჭარბი აირები;
- შებერილობა;
- საჭმლის მონელების აშლილობა;
- გულძმარვა;
- მჟავა რეფლუქსი;
- გულისრევა;
- ღებინება;
- მუცლის ტკივილი;
- დიარეა;
- შეკრულობა.
ამ მწვავე სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს:
- ქრონიკული ან მწვავე მუცლის ტკივილი, რომელიც ხელს გიშლით ნორმალურ აქტივობაში, ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში;
- სისხლი განავალში;
- ძლიერი დიარეა, რომელიც გრძელდება 2 დღეზე მეტხანს;
- ღამის დიარეა;
- სიცხე, რომელსაც ვერაფერს უკავშირებთ;
- ალერგიული რეაქცია.
წყარო:
https://www.healthline.com/health/sensitive-stomach
