ალერგია ხორბალზე

ალერგია ხორბალზე

ხორბლის ალერგია.

იგი კვებითი ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ალერგიის გამო იმუნური სისტემა გადაჭარბებულად რეაგირებს ხორბალზე და სიმპტომებიც ვლინდება.

მწვავე ალერგიული შეტევისას მოსალოდნელია ანაფილაქსია, რაც გადაუდებელ სასწრაფო ჩარევას საჭიროებს.

ალერგოლოგი ხორბლის მიმართ ალერგიას ადასტურებს შესაბამისი ტესტით. მკურნალობის კურსი მოიცავს მედიკამენტებს და რაციონის მართვას, ანუ არ უნდა მიირთვათ პროდუქტი, რომელიც ხორბალს შეიცავს.

კვებითი ალერგიის ჩამოყალიბების რისკი მაღალია თუ ფიქსირდება ალერგია ოჯახში.

ხორბლის ალერგიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • შეშუპება და ჭინჭრის ციება;
  • გამონაყარი;
  • კუჭის სპაზმი;
  • გულისრევა და ღებინება;
  • დიარეა;
  • ცხვირის გაჭედვა;
  • საჭმლის მონელების აშლილობა;
  • თავის ტკივილი;
  • ანთებითი პროცესი;
  • ცემინება.

სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ხორბლის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან 48 საათის შემდეგ.

 

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17717-wheat-allergy#outlook-prognosis