რა არის ფტოზი?
ფტოზი არის დიაგნოზი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ქუთუთო თვალზეა ჩამოწეული, ჩამოშვებული. შედეგად იზრდება მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა ტიპის გართულებების რისკი.
ფტოზი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
ფტოზის პირველი და ძირითადი სიმპტომია ის, რომ ქუთუთო ჩამოწეულია და ფარავს ან მთლიან გუგას, ან მხოლოდ თვალის ზედა არეს. სხვა ნიშნებია:
- თვალების მოსრესვის ძლიერი სურვილი;
- ძლიერი ცრემლდენა;
- დაქვეითებული მხედველობა;
- ტკივილი და დაღლილობა თვალის არეში.
შეძენილი ფტოზის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზია ტრავმისა თუ დაავადების ფონზე იმ კუნთის დასუსტება, რომელიც ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში ქუთუთოს მაღლა სწევს.
ხელშემწყობი დაავადებები და გარემოებებია:
- ინსულტი;
- სიმსივნე;
- გარეგანი ოფთალმოპლეგია;
- მიასთენია გრავისი;
- ჰორნერის სინდრომი;
- ჯიბლიბო.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ბუნებრივი დაბერების პროცესის შემადგენელი ნაწილია, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ქუთუთოს კუნთი და კანი სუსტდება, სიმკვრივეს კარგავს.
თუ ფტოზი თანდაყოლილია აუცილებელია მკურნალობა, რადგან მწვავე ფორმისას ბავშვის მხედველობის უნარის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/14418-ptosis-droopy-eyelid
