სისხლჩაქცევას, სისხლნაჟღენთს, დაჟეჟილობას სამედიცინო ენაზე კონტუზია ეწოდება.
ამ ტიპის დაზიანება ხშირია სპორტული ტიპის ტრავმისას. გამომწვევი მიზეზია პირდაპირი დარტყმა ან იმპულსური, მაგალითად, წაქცევა.
დაჟეჟილობა ვიზუალურად გამოიყურება როგორც მუქი ფერის ან მოლურჯო ლაქა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წვრილი სისხლძარღვი გაირღვა და სისხლი კანქვეშ გაიჟღინთა. დაზიანება შესაძლოა მიიღოს ძვალმა, კუნთმა და სხვა ორგანოებმაც, თუმცა ამ ტიპის ტრავმა ღრმა ქსოვილშია და კომპიუტერული კვლევის გარეშე ვიზუალურად ვერ დაფიქსირდება. ღრმა ქსოვილის კონტუზია შეშუპებასა და ტკივილს იწვევს - თუ საქმე სერიოზულ დაზიანებასთან არ გვაქვს მსუბუქი სისხლნაჟღენთი ალაგდება რამდენიმე კვირაში.
სახლის პირობებში მკურნალობისთვის რეკომენდებულია:
- ქსოვილში გახვეული ყინული დაზიანებულ არეზე დაიდეთ 10-20 წუთის განმავლობაში;
- შეგიძლიათ დალიოთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი (მედიკამენტი, რომელსაც შეიძენთ აფთიაქში და არ საჭიროებს ექიმის ხელმოწერას);
- თუ დაჟეჟილობა კიდურებზე გაქვთ შეეცადეთ ბალიშზე დადოთ.
დაუკავშირდით ექიმს ან თვითდინებით მიმართეთ კლინიკას შემდეგი გარემოების დროს:
- ტკივილი მწვავდება;
- გამოგივლინდათ ახალი შეშუპება ან ძველი დაჟეჟილობა გართულდა;
- კონტუზიის არეში დაბუჟება, სისუსტე ან ჩხვლეტის შეგრძნება;
- დაზიანებულ უბანში კანი ცივია ან ფერმკრთალი;
- მდგომარეობა არ უმჯობესდება.
წყარო:
https://myhealth.alberta.ca/Health/aftercareinformation/pages/conditions.aspx?hwid=abq3234
