C ვიტამინი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.
ეს ვიტამინი მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში, კანის სიჯანსაღეში, სისხლძარღვების სწორად ფუნქციონირებაში.
C ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავების პროცესს. აგრეთვე დიდ როლს თამაშობს ცილების მეტაბოლიზირებაში - მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება სავსებით შესაძლებელია ამცირებდეს ზოგიერთი კიბოს განვითარების რისკს.
მედიკოსთა აზრით, C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც დაზიანებულ ქსოვილს აღდგენაში ეხმარება და ანთებით გამოწვეული დაზიანების დონეს ამცირებს.
მეცნიერთა მოსაზრებით, როცა ორგანიზმში C ვიტამინის ადეკვატური დოზაა, ადამიანი უკეთ ებრძვის ინფექციებს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, C ვიტამინი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.
ზოგიერთი მეცნიერი განმარტავს, რომ ეს ვიტამინი მნიშვნელოვნად ამცირებს კატარაქტას განვითარების რისკს. ამასთან, C ვიტამინი ორგანიზმს რკინის შეთვისებაში ეხმარება.
რეკომენდებულია, ხშირად მიირთვათ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები - სასარგებლოა როგორც ხილი, ისე ბოსტნეული.
წყარო: