რას ნიშნავს ეს დიაგნოზი?
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევა ნიშნავს იმას, რომ ის სახსრები ზიანდება, რომელიც ყბას მოძრაობაში ეხმარება.
პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ტკივილს, ჰქონდეს დისკომფორტი ღეჭვისას. გავრცელებული დიაგნოზია - როგორც წესი, აწუხებთ 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებს.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
• ყბის ან სახის ტკივილი;
• თავის ტკივილი;
• ყბის გაშეშება ან ჩაკეტვა;
• პაციენტს უჭირს პირის გაღება ან დახურვა;
• ყურის ტკივილი;
• ზარის რეკვის მსგავსი წკრიალის ხმა ყურში;
• კბილის ტკივილი;
• კისრის ან მხრის ტკივილი.
გამომწვევი მიზეზებია:
• ტრავმა ყბის არეში;
• კბილების კრაჭუნი;
• ყბის ართრიტი;
• სტრესი, რომელიც ყბის დაჭიმულობას იწვევს.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მდგომარეობას შესაძლოა ამწვავებდეს ისეთი ჩვევა როგორიცაა:
• იკვნეტთ ფრჩხილს, ღეჭავთ კალმისტარს ან ყინულს;
• სხეულის ცუდი პოზა;
• ჭამისას საკვების დიდ ნაჭერს ღეჭავთ;
• მუცელზე ძილი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15066-temporomandibular-disorders-tmd-overview
