ტოქსიკური მასკულინობა

ტოქსიკური მასკულინობა

რა არის ტოქსიკური მასკულინობა?

ამ ტერმინის ზუსტმა განმარტებამ დროთა განმავლობაში ევოლუცია განიცადა. თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანები ამ ტერმინით ხაზს უსვამენ იმ გაზვიადებულ მასკულინურ თვისებებს, რომელიც ზოგიერთ კულტურაში ფართოდ მიღებული ან მოწონებულია.

ხშირად გაგიგონიათ შემდეგი სიტყვები, მაგალითად, გოგოსავით ნუ ტირიხარ, კაცურად მოიქეცი, კაცი კაცია და სხვა? ბევრი მამაკაცი ცდილობს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მსგავს მოსაზრებას მიესადაგოს და ამასობაში ტოქსიკური თვისებები უყალიბდება.

ტოქსიკური მასკულინობისთვის დამახასიათებელია:

  • აგრესია;
  • სექსუალური აგრესია ან კონტროლი;
  • ემოციების დამალვა;
  • ემოციების დათრგუნვა;
  • არაადეკვატური მეტოქეობა;
  • სხვებზე დომინირება;
  • იზოლაცია;
  • თანაგრძნობის დაბალი უნარი;
  • სექსიზმი;
  • შოვინიზმი.

ბევრი ადამიანი მასკულინობასა და გენდერულ როლს განიხილავს სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით და შეხედულებაზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს ასაკი, კლასი, კულტურა, რელიგია, რასა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/toxic-masculinity#what-it-is