ადამიანების უმეტესობას ხერხემალი, ზურგი ან წელი მაშინ ახსენდება, როცა ტკივილი შეაწუხებს.
ფაქტია, რომ ხერხემლის არეში ტკივილის უმეტესობა პრევენცირებადია და გამოწვეულია არასწორი პოზითა და იმ მავნე ჩვევებით, რაც ლამის რუტინად იქცა და უნებლიედ ვასრულებთ.
ხერხემალი არაერთ საკითხზეა პასუხისმგებელი, მაგალითად, ჯდომაზე, დგომაზე, სიარულსა და ძილზეც კი. ხერხემალი ყოველდღე, ყოველ წუთს ჩუმად ასრულებს არაერთ საპასუხისმგებლო საქმეს და დაცვას საჭიროებს.
განსაკუთრებით საზიანოა:
• სხეულის ცუდი პოზა;
• მობილურში სქროლვისას თუ კითხვისას თავი დაბლა გაქვთ დახრილი;
• დიდხანს და გაუნძრევლად ჯდომა;
• ისეთ პოზაში გიყვართ ძილი, რაც აზიანებს ხერხემალს;
• მძიმე ნივთების აწევა;
• თამბაქო;
• ცუდი ხარისხის ფეხსაცმელი;
• არაჯანსაღი რაციონი;
• ქრონიკული სტრესი;
• კუნთების დაჭიმულობა.
წყარო:
https://www.kauveryhospitalsbangalore.com/blog/habits-destroying-spine-health
