ზოგიერთი ადამიანის პირადი ცხოვრება ისეთი დრამატულია, ტელესერიალის სცენარისტსაც დააინტერესებდა.
შეიძლება სტატიას კითხულობს უამრავი ის გულგატეხილი პირი, რომელმაც ვერაფრით აიწყო პირადი ცხოვრება და მისი ყოველი რომანი კრახით სრულდება. გაგჩენიათ კითხვა რატომ არაფერი გამომდის მაშინ, როცა ჩემს მეგობრებს თუ ახლობლებს მოსიყვარულე პარტნიორები ჰყავთ, საჩუქრებით ანებივრებენ, კიდეც დაქორწინდნენ და შვილებიც ჰყავთო? ყველაზე რთული სიტუაციაა მაშინ, როცა მოსიყვარულეც იყავით, რომანტიკულიც, პარტნიორს გასაჭირში გვერდიდან არ მოსცილებიხართ, მასზე ზრუნავდით და „საჩუქრად“ დაგშორდათ, თანაც მიზეზიც არ უთქვამს.
ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ თერაპიაზე მისულ კლიენტთა უმეტესობას, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობის შენარჩუნება უჭირს, „შეცდომას“ იმაზე უფრო ადრე უშვებს, ვიდრე რეალურად პოტენციურ პარტნიორთან ოფიციალურ რომანს დაიწყებს.
იკვეთება 2 მიზეზი:
- ფიქრობენ, რომ მზად არიან ურთიერთობისთვის, მაგრამ ვერც კი იაზრებენ როგორი სხვადასხვაგვარი გრძნობა აქვთ და ზუსტად ასეთ იმპულსს გზავნიან;
- ფიქრობენ, რომ იციან გვერდით როგორი ადამიანი სჭირდებათ და რა ტიპის ურთიერთობა სურთ, თუმცა რეალურად ასე არაა.
და ზოგჯერ უბრალოდ თქვენ სრულიად სხვა ტიპის ურთიერთობა გსურთ და პარტნიორს სხვა მოლოდინი აქვს. ვიდრე ღრმა გრძნობებში გადაეშვებით გაერკვიეთ ზუსტად რა გინდათ და რა თვისებები გსურთ რომ პარტნიორმა დააკმაყოფილოს.
წყარო:
https://theflatironcenter.com/relationships-never-work-out-for-me-what-am-i-doing-wrong/
