გულმკერდის კუნთის დაჭიმულობა

გულმკერდის კუნთის დაჭიმულობა

გულმკერდში კუნთის დაჭიმულობისას მოძრაობის ან სუნთქვის დროს ბასრ ტკივილს გრძნობენ.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამოწვეულია დაჯახებითი/დარტყმითი ტრავმით ან სხეულის გადაძაბვით, გადატვირთვით. მდგომარეობა უმჯობესდება დასვენებით, ტკივილგამაყუჩებლით, ფიზიოთერაპიით.

გულმკერდის კედლის დაჭიმულობის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • სპორტული ტრავმა;
  • მძიმე ნივთების აწევა;
  • ძლიერი ხველა;
  • წაქცევა;
  • ქრონიკულად ცუდი პოზა გაქვთ;
  • ტორსი არაბუნებრივად მოაბრუნეთ;
  • ხელები თავსზემოთ ხანგრძლივი დროით გქონდათ აწეული ან არასწორად აკეთებდით ამ ტიპის ვარჯიშს.

კუნთის დაჭიმულობა იწვევს ტკივილს, კუნთის სპაზმსა და სისხლჩაქცევებს.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • გულმკერდის მოძრაობისას ტკივილი იზრდება;
  • ტკივილი მწვავდება ღრმად ჩასუნთქვისას, ცემინებისა თუ ხველის დროს;
  • ტკივილი ზურგის ზედა არეში.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:   

https://www.medicalnewstoday.com/articles/324534