სოციალური იზოლაციისთვის დამახასიათებელი ქცევა

სოციალური იზოლაციისთვის დამახასიათებელი ქცევა

სოციალური იზოლაცია შეიძლება განიცადოთ ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე.

ამ მდგომარეობას არაერთი მიზეზი აქვს, მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემა, ცხოვრებისეული შემთხვევა, გარკვეული პირადი ხასიათის სიტუაცია და სხვა. 

სოციალური იზოლაცია მარტოობისგან განსხვავდება, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ამ ორივე შეგრძნებას ერთად განიცდის. 

სოციალური იზოლაცია ნიშნავს იმას, რომ პიროვნება განიცდის სოციალური მხარდაჭერის, ურთიერთობებისა თუ სხვებთან კონტაქტის დეფიციტს. სავსებით შესაძლებელია ხალხით იყოთ გარშემორტყმული, თუმცა თავს მაინც მარტოდ ან გარიყულად გრძნობდეთ. და დიახ, ზოგჯერ მარტო ხართ, მაგრამ ბედნიერი.

სოციალური იზოლაციისთვის დამახასიათებელია: 

• როცა მარტო ხართ სტრესს გრძნობთ; 
• დიდ დროს მარტოობაში ატარებთ ან მაქსიმალურად ლიმიტირებული გაქვთ სხვებთან ურთიერთობის ხანგრძლივობა; 
• რომ გახსენდებათ სოციალური კავშირი შფოთვა და პანიკა გიპყრობთ; 
• სოციალური თავშეყრის ადგილებს ერიდებით და ისეთ ღონისძიებებსაც კი, სადაც ერთ დროს მშვენივრად ერთობოდით; 
• ხშირად აუქმებთ შეხვედრას და ამ დროს სიმსუბუქეს გრძნობ, თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი მოგაშორეს.

 

 

 

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/mental-health/social-isolation-symptoms