კბილების კრაჭუნს სამედიცინო ენაზე ბრუქსიზმი ეწოდება.
ამ მდგომარეობის დროს ადამიანი ძილში და უნებლიედ კბილს კბილზე ძლიერად აბჯენს - ზეწოლა იმდენად ძლიერია, რომ ოთახში მყოფ ადამიანს კრაჭუნის, ღრჭიალის ხმა ესმის. ბრუქსიზმის შესახებ ინფორმაციას სწორედ თანმხლები პირი გასცემს, რადგან დიაგნოზის მქონე პაციენტს არც კი ახსოვს პირის ღრუში უნებლიე მოძრაობის შესახებ.
ქრონიკული ბრუქსიზმის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ სტომატოლოგს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა დამძიმდება.
კბილების კრაჭუნის გამო მოსალოდნელია:
- უძილობა, ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- დენტალური დაზიანება;
- სახის ტკივილი;
- საფეთქელ ქვედა ყბის სახსრის დარღვევა.
ექსპერტებისთვის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ორალურ ჯანმრთელობაზე მომუშავე სპეციალისტების აზრით, ხელშემწყობი ფაქტორებია ძლიერი სტრესი და გარკვეული პიროვნული ხასიათი.
ძილთან დაკავშირებული ბრუქსიზმის მართვა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:
- შეეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად და გაიღვიძოთ, ანუ ორგანიზმი შეაჩვიოთ გარკვეულ რეჟიმს;
- უარი თქვით შუადღის ძილზე ან დღის განმავლობაში ჩათვლემაზე;
- ივარჯიშეთ რეგულარულად;
- ლანჩის შემდეგ არ დალიოთ კოფეინის შემცველი სითხე;
- ძილის წინ დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება;
- უარი თამბაქოზე;
- ლოგინში არ უყუროთ ტელევიზორს;
- საძინებელში უნდა იყოს სიმშვიდე და სიმყუდროვე;
- ძილის წინ 1 საათით ადრე არ გამოიყენოთ ელექტრო მოწყობილობა;
- ცოტა ხნით არ მიირთვათ რთულად დასაღეჭი საკვები;
- უარი თქვით საღეჭ რეზინზე;
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ გარემოს.
წყარო:
https://www.hopkinsmedicine.org/health/conditions-and-diseases/bruxism
