ხმის იოგის დაზიანების სიმპტომები

ხმის იოგის დაზიანების სიმპტომები

აუცილებელია იცოდეთ ნიშნები და მოერიდოთ ხმის იოგებზე ზეწოლას

. 

ხმის იოგებს იყენებთ ჰობისთვის, პროფესიული საქმიანობისა და ყოველდღიური ურთიერთობისთვის, შესაბამისად, თუ რომელიმე ეს სიმპტომი გეცნობათ აუცილებელია მოერიდოთ ზედმეტ დატვირთვას, გაუფრთხილდეთ ხმის ტემბრს.

დაზიანებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: 

• ხრინწიანი ხმა;
• დაქვეითებულია ხმის დიაპაზონი; 
• ხმის დაღლილობა; 
• ყელის ტკივილი; 
• ქრონიკული ხველა; 
• სუნთქვის გაძნელება;
• ტკივილი ან დისკომფორტი საუბრის დროს. 

ხმის იოგის დაზიანების შესაძლო გამომწვევი მიზეზებია: 

• ყვირილი, სიმღერა შესაბამისი ტექნიკის გარეშე (მაგალითად, მომღერლებმა იციან როგორ აიღონ შესაბამისი ტონალობა, ხოლო მოყვარულები არასწორი მანევრის ფონზე ხმას იხლეჩავენ), დიდხანს საუბარი; 
• ანამნეზში მჟავა რეფლუქსი, ალერგია, რესპირატორული ინფექცია; 
• გარემო ფაქტორები (თამბაქო, კვამლი, ალერგენები, დაბინძურებული ჰაერი);
• გაუწყლოება; 
• ნევროლოგიური დაავადებები; 
• ასაკობრივი ცვლილებები; 
• ინფექცია;
• ტრავმა კისრისა თუ ყელის არეში.

 

 

 

 

წყარო:  

https://connectedspeechpathology.com/blog/how-to-know-if-your-vocal-cords-are-damaged-and-what-to-do