რა არის კუნთის სისუსტე?
ეს დიაგნოზი გულისხმობს იმას, რომ კუნთი არ არის ისეთი ძლიერი როგორიც ფიზიოლოგიურად უნდა იყოს. ეს სიმპტომი ბევრი მიზეზითაა განპირობებული და უმეტესად დროებითია და ნორმად ითვლება. თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სერიოზული დაავადების მანიშნებელია და დროულ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
კუნთის სისუსტისას შესაძლოა უჩიოდეთ:
- ძალის დაკარგვას;
- გიჭირთ რიგითი და ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო საქმის შესრულება;
- დაზიანებული კუნთის გამოყენებისას ტკივილი;
- ფეხზე ადგომისას ან სიარულის დროს ბალანსისა და კოორდინაციის პრობლემა;
- კანკალი.
კუნთის სისუსტის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
- სტრუქტურული ეფექტი;
- უჯრედული ეფექტი;
- ნერვული სისტემის დაავადებები და დაზიანებები;
- ქრონიკული დაავადებები.
კუნთის სისუსტის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიაზე.
მკურნალობისთვის მოწოდებულია:
- ფიზიოთერაპია;
- მკვებავი ნივთიერებებით მხარდაჭერა;
- იმობილიზაცია, დასვენება;
- დაზიანების აღსადგენად ოპერაცია ან სხვა პროცედურა;
- მედიკამენტური თერაპია ტკივილისა და სხვა სიმპტომის გასაყუჩებლად.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში არ არსებობს კუნთის სისუსტის გამომწვევი მიზეზის მკურნალობის საშუალება, მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ ინსულტითა თუ ზურგის ტვინის ტრავმით განპირობებული ხანგრძლივი და ღრმა ნევროლოგიური დაზიანება. მსგავს შემთხვევებში მხარდაჭერითი მართვაა მოწოდებული, რაც პაციენტს დაეხმარება გაცილებით მარტივად ადაპტირდეს და გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ ცვლილებებს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/muscle-weakness
