ნაადრევი ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაცია არის დიაგნოზი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ინტიმური კავშირის დროს მამაკაცის ორგანიზმიდან სპერმა სასურველ დროზე ადრე გამოიყოფა.

გავრცელებული ჩივილია - სტატისტიკურად, ყოველი 3 კაციდან ერთს ნაადრევი ეაკულაცია აქვს.

ძირითადი სიმპტომია ის, რომ სქესობრივი აქტისას ეაკულაცია დგება შეღწევიდან 3 წუთში. იგივე შედეგია მოსალოდნელი მასტურბაციის დროსაც.

ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. წლების მანძილზე ფიქრობდნენ, რომ ნაადრევი ეაკულაცია მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორით იყო განპირობებული, თუმცა დღეს მედიკოსებმა აზრი შეიცვალეს და დიაგნოზის ჩამოყალიბებაში ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორების კომბინაციას ასახელებენ.

ფსიქოლოგიური ფაქტორებია:

  • ადრეული სექსუალური გამოცდილება;
  • სექსუალური ძალადობა;
  • მამაკაცს არ მოსწონს საკუთარი გარეგნობა, დაბალი თვითშეფასება აქვს;
  • დეპრესია;
  • ნაადრევი ეაკულაციის დადგომისა და პარტნიორის გაღიზიანების შიში.

სხვა ფაქტორებია:

  • ერექციული დისფუნქცია;
  • შფოთვა;
  • პრობლემები ურთიერთობაში.

ნაადრევმა ეაკულაციამ შესაძლოა ფერტილობის პრობლემები წარმოშვას - თავისთავად, დაორსულების შანსი მცირდება თუ ეაკულაცია არ მიმდინარეობს საშოში.

 

წყარო:   

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/premature-ejaculation/symptoms-causes/syc-20354900