რა არის ტარგეტული თერაპია?
ტარგეტული თერაპია კიბოს მკურნალობის მეთოდია, რომელიც მიზანში იღებსიმ გენეტიკურ ცვლილებებსა თუ მუტაციას, რომლის გამოც ჯანსაღი უჯრედები კიბოს უჯრედად გარდაიქმნება.
ტარგეტული თერაპიის დახმარებით ონკოლოგი კიბოს მართვისას არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს.
როგორც წესი, ონკოლოგები მკურნალობის ამ მეთოდებს იყენებენ ძუძუს, ფილტვისა და პროსტატის კიბოს დროს.
შესაძლოა დაინიშნოს შემდეგი სისტემების, ორგანოების კიბოს დროსაც:
• სისხლის;
• ძვლისა და რბილი ქსოვილების;
• საჭმლის მომნელებელი სისტემის;
• ქალის რეპროდუქციული სისტემის;
• თავისა და კისრის;
• კანის;
• ფარისებრი ჯირკვლის;
• საშარდე სისტემის.
ონკოლოგიაში შემუშავებულია 100-ზე მეტი ტიპის ტარგეტული თერაპიის მედიკამენტი:
• პაციენტს შეუძლია წამალი გადაყლაპოს;
• ონკოლოგს შეჰყავს ნემსით;
• ან წამალი დანიშნულ არემდე აღწევს ინტრავენური თერაპიით.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია, მაგალითად, შესაძლოა მკურნალობა გაგრძელდეს ყოველდღე, კვირის ან თვის განმავლობაში.
ტარგეტული თერაპიის დროს ონკოლოგი გადის შემდეგ საფეხურებს:
• პირველ რიგში იკვლევს გენეტიკურ მუტაციას, რომელმაც ჯანსაღი უჯრედი კიბოდ გარდაქმნა;
• ონკოლოგი გადაწყვეტს კიბოს უჯრედის რომელი ნაწილი ამოიღოს ტარგეტული თერაპიის მიზანში;
• მედიკამენტმა შესაძლოა გაანადგუროს უჯრედი ან დაბლოკოს უჯრედის პათოლოგიურად გამრავლების უნარი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/22733-targeted-therapy
