რას ნიშნავს არარეგულარული პერიოდი?
ნორმალურ მდგომარეობაში პერიოდი გრძელდება 4-დან 7 დღემდე და მოდის ყოველ 28 დღეში. არარეგულარული ციკლი გაქვთ თუ მენსტრუაცია გეწყებათ 21 დღემდე ვადაში ან 35 დღის შემდეგ. არარეგულარული ციკლის ნიშანია თუ თანმიმდევრობით 3 ან რამდენიმე პერიოდი გამოტოვეთ. საყურადღებოა სისხლდენის რაოდენობაც, მაგალითად, არ უნდა იყოს ზედმეტად ბევრი სისხლი ან ნორმაზე ცოტა.
მენსტრუაციაზე გავლენას ახდენს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, ცხოვრების სტილი და ყოველდღიური რუტინის შეცვლა.
ეს ფაქტორები შესაძლოა გახდეს არარეგულარული მენსტრუაციის მიზეზი:
- სტრესი;
- ზედმეტად მოიმატეთ წონა;
- დიდი რაოდენობით კილოგრამი დაიკელით;
- ხართ მოცეკვავე, გრძელ მანძილზე მორბენალი სპორტსმენი ან ტანმოვარჯიშე და გიწევთ ისეთი სავარჯიშო პროგრამის შესრულება, რომლის შედეგიც სხეულის ძალიან დაბალი ცხიმის მასაა;
- გადაიტანეთ ვირუსი ან სხვა დაავადება;
- ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
- ორსულობის გართულებები;
- ძუძუთი კვება;
- ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;
- მუცლის მოშლა ან საშვილოსნოსგარე ორსულობა;
- საშვილოსნოზე, საკვერცხეზე ან ფალოპის მილზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია, წარმოქმნილი ნაწიბურები თუ სხვა ტიპის ბლოკადები.
რამდენიმე რეკომენდაცია რეგულარული მენსტრუაციისთვის:
- ხშირად მიირთვით მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებული რაციონი;
- ივარჯიშეთ ზომიერად;
- თუ ჭარბი წონა გაქვთ სწრაფად ნუ დაიკლებთ ზედმეტ კილოს - ჯანსაღი სხეულის ინდექსზე უნდა ჩამოხვიდეთ ეტაპობრივად;
- აუცილებელია ორგანიზმის მოდუნება, დასვენება;
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ გარემოს;
- ინფექციისა და ტოქსიკური შოკის სინდრომის პრევენციისთვის ხშირად გამოიცვალეთ ტამპონი ან ჰიგიენური საფენი;
- რეგულარულად გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/14633-abnormal-menstruation-periods
