კვერცხუჯრედი

კვერცხუჯრედი

რა არის კვერცხუჯრედი?

კვერცხუჯრედი ქალის რეპროდუქციული უჯრედია. ახალშობილი გოგონა იბადება ყველა იმ კვერცხუჯრედით, რომელიც მას რეპროდუქციული ასაკის მანძილზე ექნება. გარკვეული მდგომარეობები კვერცხუჯრედის განვითარებაზე, ხარისხსა და რაოდენობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

საყურადღებო მდგომარეობებია:

  • ოვულაციის პროცესის დარღვევები;
  • ასაკობრივი ფაქტორები;
  • გარემოში არსებული ტოქსინები;
  • გენეტიკური პათოლოგიები;
  • ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

ასაკის მატებასთან ერთად კვერცხუჯრედის რაოდენობა და ხარისხი ბუნებრივად მცირდება.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია:

  • უარი თამბაქოზე;
  • ჯანსაღი წონის შენარჩუნება;
  • მიირთვით ჯანსაღი რაციონი;
  • შეძლებისდაგვარად შეამცირეთ სტრესი;
  • შეზღუდეთ ალკოჰოლი;
  • მიიღეთ პრენატალური ვიტამინები;
  • აუცილებელია რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

როგორც წესი, კვერცხუჯრედების ფუნქციონირებაზე ნაკლებად ფიქრობენ და ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებს მხოლოდ მაშინ აკვირდებიან, როდესაც მენსტრუაციის დარღვევა იჩენს თავს ან სასურველი ორსულობა არ დგება.

მოგეხსენებათ, რეპროდუქციული კორპუსის საყრდენი სამშენებლო აგური კვერცხუჯრედი და სპერმაა. თუ დაორსულების პრობლემაა გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს წყვილმა.

თუ რეპროდუქციული ასაკის ბრძანდებით და მენსტრუაციასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილება შენიშნეთ, მიმართეთ გინეკოლოგს - უნდა დიაგნოსტირდეს მიზეზი და დაინიშნოს მკურნალობის კურსი.

რასაკვირველია, გენეტიკურ პათოლოგიებს თუ ანამნეზში ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკურნალებთ, თუმცა რეპროდუქციულ სისტემაზე ზრუნვა ნამდვილად შეგიძლიათ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/body/ovum